ნიშნად მარადი სიყვარულისა
ცათა ცის სუნთქვის გულში შემოსვლას და დაბადებას უქრობ ალთ არსში - საკვირველებას მაღალთა შინა უგალობს ნაზად მი მნათ თვალთ ქნარი, ცეცხლოვან ტრფობის ხატს ვუდგამ სულებს პოეზიისა ფრთათეთრ ტაძარში - რომ სიყვარულმა კვლავ შვას მიჯნურნად მოყმე რუსთველი და მზე თამარი... - ადამიანის დანიშნულება არს სიყვარულის შემეცნებაში - უზენაესი ჭეშმარიტება არს უკვდავ სულის მოპოვებაში, მარადიული სიყვარულის ცეცხლს ააგიზგიზებს თვის არსებაში - ვინც შეიმოსავს წმიდას სამოსელს და სრულიქმნება მზის ხატებაში... სულის სინაზე და სილამაზე - უხილავია ღვთისნიერება - მდაბალთ დიდება წუთისოფელში - ვერარა ძალით შეილახება, გულის სიწმიდე და სიფაქიზე - აი რა არის მშვენიერება - ლამაზი სული ლამაზ თვალებში - ლამაზ ფიქრებში აისახება... სასუფეველის თოვის დონეა - ხედვაშია და მწველ ალებშია - ბედნიერება სიყვარულშია - ბედნიერება თვითონ ღმერთშია, უკვდავი სული ყოვლისმცოდნეა - მარადისობა მის თვალებშია - მზე სიყვარულის სულის გულშია - ღმერთი ყველგან და ყველაფერშია... კეთილი სულით ყოვლისმპყრობელი - სიყვარულია უკვდავმყოფელი - გულის თვალების ნაზი უფლება - ტრფიალებაა კავშირი სულთა, ყოველივეს და ყოლას მფლობელი - ყოველი არსის არს სრულმყოფელი - უზენაესი დიდებულება - სიყვარულია ცხოელ სულთ სუნთქვა... სიმართლესა და სიწმიდეს ეტრფის - ჩუმი სიკეთის მოყვარულია - სრული ბუნებით კაცის და ღმერთის - მოსილია და განღმრთობილია, მზე სიყვარულის გულს რწმენით ავსებს და ვინც მის სულით მოარულია - აბსოლუტურად სრული და სავსე - აბსოლუტურად სრულყოფილია... სიყვარულის სულს მსახურებაა წმიდათ ჯვარი და თავისუფლება - ნამდვილი ელტვის მთელი არსებით უსასურველეს მისსა "მონობას", მხოლოდ ამ გრძნობას აქვს ზეციური და ღვთაებრივი ყველა უფლება - კაცი ახერხებს მხოლოდ მის ჭვრეტით ღვთიურ ბუნების არსის შეცნობას... მის ნათელ ნებას რწყმაა სავსება და პიროვნული ცნობიერება - უხილავი მზის მიჯნურობაა უკვდავება და სულის ცხონება, ტყვე ექმნა ყველა ვინც დაფარული იხილა მისი ნაზი მშვენება - ვინაც შეიგრძნო ძალ სიყვარულის დაუმორჩილა მას თვის გონება... ბუნებით მეფე - მიჯნური არის სასუფეველის სულს განდობილი - იგი ატარებს ღვთაებრივ სახეს და გულით მარად სვავს ღვთიურ ღვინოს, ვინაცა სძლია ქაოსს და სუფევს არს სიყვარულის სულით შობილი და უწერია მის მარად სახელს უკვდავებისა ცაზე იგრგვინოს... მაღალი მათ გზებს თვალყურს ადავნებს და მსახურებენ ანგელოსები - ცა მთოვარია წმიდა სულთათვის მარადისობის თეთრი ვარდების, არიან გულით მზე შემოქმედნი ედემალური რენესანსების - მიჯნურთ უხილავ ბრწყინვალებისა ადგთ სიყვარულის შარავანდედი... მოზღვავებული სიყვარულისგან მშვენიერებით გასხივოსნება - გამიჯნურება თავდავიწყებით წამთ ფრთიანებულ სულით შობილებს, სასწაულია დიად გრძნობისგან ტრფიალებითა გაცისკროვნება - ცათაშინ ფრენა მსუბუქი ფრთებით შეშვენით სატრფოს ტრფობით შეშლილებს... - სულზე სულისა მწვანე კოცნებით მზერა მიღმიერ ფანტასტიკების - სინაზით მთრთოლ და გამოუთქმელი ხილვა უხილავ ღვთიურ ძალების, უძირო ტბები ნაზი გრძნობების და შიგ ხატული გალაკტიკები - მოსიყვარულე მიყვარს სულმწველი გულის თვალების ცის მწვერვალები... რას შევადარო შეუსადარი თვით სიყვარულის გამოცხადება - თვალებში ციმციმს ცის ცეცხლოვან მზის თუ გამოუთქმელ უცხო ნათებას, სულით მზემოსილ მნათე არსებად - ნათელთ ნათელად იგ მესახება - გულშეშლილ მიჯნურს სულ მელანდება ქალღმერთებრივი მისი ხატება... სულ თან დამდევენ მუზის თვალები, სატრფოს ხატს ვერსად დაემალები, ქრის სიყვარულის ნაზ ქარიშხლებით და ედება გულს ცეცხლის ალებით, ყოვლისშემძლე აქვს სულის ძალები, მისსა წინაშე თრთი მოკრძალებით, უგრძნეულესის ნაზ ტრფიალებით ყოველწამ ვიწვი და ვიწამლები... დაიარება ჩუმად მიწაზე მშვენიერების მეფა ღვთაება - შვენის უნაზესს მარადისობის ცეცხლის ფრთაები და უკვდავება, აღუწერელი აქვს სილამაზე და სისათუთით გწვავს მნათ სახება - გავსებს სიწმიდით უთქმელი გრძნობის გამჭოლი მზერა თვალვარსკვლავებას... კოცნის თვალებს და ოქროსფერ თრთოლვით სულს ეფინება ღვთიურ ნათელად - ცოცხლდება ხედვა და სამოთხდება და მგალობელი გული ბავშვდება: მზე სიყვარულის კაშკაშა ბრწყინვით ოდეს ეშვება ციდან ანგელად - მისსა წინაშე ქედს იდრეკს წამი და ყოველივე ირგვლივ ყვავდება... მოსილია სრულ ძალმოსილებით - გულს იბადება ნაზ ტკივილებით - ტანჯვით წვრთნის ჩუმად და წმიდა ნებით სასუფეველის სიცხადეს ჭედავს, უთქმელს გრძნობ და მზერ სრულ მორჩილებით ჯვარზე ვით გაკრავს ნაზ ღიმილებით - ვის ყვარობს სულით იგ მარადიულ გრძნობის ცეცხლოვან ბეჭედით ბეჭდავს... მიუწვდომელი გდაღავს მზიურით და ყოვლისმგრძნობი ცისფერ ცრემლების - სულში აღვიძებს ნაზ სათნოებას თუ გულს შეახებს თვის უკვდავ ტუჩებს, გულდადაგული წმიდა ამბორით ბოდავ ნაზ თრთოლვით უსასრულების - სიყვარულს ამკობს უმანკოება და უჭკნობია მისი სიტურფე... - გულგალაქტიკა სულთეთრ მეუფეს ეს ნაზი გრძნობა მაწამებს მარად - ნათლის ქალღმერთზე შეყვარებული ბედნიერი ვარ - თან უბედური, მოკვდავ სხეულში დამწყვდეული მზე მსახურ მონასა მოვგევარ მაგრამ - მი უკვდავ სულის მგრგვინვარე გულის სიყვარულია მეფეთმეფური... უთქმელ სიტურფით მანათობელი მზე ამურესა მეფა გულისა - ახებს ნაზ თითებს სულის სიმებს და უკრავს მუზიკას სიხარულისა, იგ აუკვდავებს ჯადოსნურ ხილვებს გულიდუმალი მზიურ სულისა - წითელი ვარდი მომიძღვნა მუზამ ნიშნად მარადი სიყვარულისა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი