სულელ ფიფქის ასალოსებას


უსაბამობის ცეცხლის ალთა მწვავს სიფაქიზე -
წამი მკოცნი და შენზე ფიქრი მათოვს სინაზეს,
სად მთრთოლი სუფევს წმიდა გრძნობა და სიაზიზე -
წამო გავიქცეთ იქ სად ცა თოვს მწველ სილამაზეს... 

მოდი მე და შენ სიყვარულით ცოტა გავგიჟდეთ -
ქროლვად გადვიქცეთ - ვიალერსოთ ფიქრის ნისლებთან,
ხელი მომეცი - ვენდოთ ფრთებს და ღმრთისკენ გავფრინდეთ,
სიოს ლივლივით მო ვიცეკვოთ მზიურ სხივებთან... 

მო ჩვენი სულის უკვდავ გრძნობით ყველა შევშალოთ,
ცა ვაფერადოთ - სასუფევლის სიმშვიდე ვთოვოთ,
სიკეთის ძალით ბოროტთ გული ჩუმად შევცვალოთ,
თეთრ სამოთხეში დაგვაბრუნოს უფალს შევთხოვოთ...

მი გული გრგგძნობს და ჩემი სული შენ ერთს გეძახის
და მი რწმენა თოვს სულელ ფიფქის ასალოსებას,
სადღაც გულიდან ნაზ ოცნებით ცა სულ გვეძახის -
წამი გვკოცნის და სურს გადვიქცეთ ანგელოსებად...

მახარობლებად გადვიქცეთ და შუქურ ლოცვებად -
მრწამსს სურს ავანთოთ სულის ცაზე ცისკრის მთიები:
გულიდან გულში რომ მოვთოვოთ ფაქიზ გრძნობებად -
სიყვარულისა უთვალავ ფერთ გრადაციები...

-

ჩაჯოჯოხდება ვინც უარყოფს ზეციერ წამებს -
გულს ევალება უკვდავებით ღმერთის ძიება,
ყოველი სული განკითხვის დღეს მართალს იწამებს -
ტკბილი იქნება ღმრთის უმანკო შურისძიება!

მე შენ მიყვარხარ მის გულს უნდა მუდამ ახსოვდეს -
ვის ზეცა ელის ლურჯ სამყაროს დასალიერთან:
უფალ ღმერთს სურს რომ ყველას სული სიყვარულს თოვდეს
და ამყარებდეს ღვთიურ კავშირს გულისმიერთან...

სასუფევლისკენ შენთან ერთად უნდა გაფრენა -
გულის საკანში გამომწყვდეულ ფრთათეთრ ანგელოზს,
თუმცა მანამდე უნდა ვპოვოთ ჩვენში ღმრთის რწმენა
და მძლე ხედვა-წვით ვერწყათ უნდა სულის სამზეოს...

აქ წინაპართა რაინდული ისმის ყიჟინი -
ვგრძნობ ძლევამოსილ სისხლის ყივილს მარად საბრძოლოს:
სულმინაზებულ მის ზამთარში ვიწვი გიჟივით -
მიაპყარ სმენა გულისცემას ჩვენი სამშობლოს...

-

უსაბამობად ქრის შენს სულში ფრთათეთრი ქარი -
მთებივით მშვიდი და ზღვასავით ხარ ბობოქარი,
საბამისეულ ქართულ სულის გიპყრია ქნარი -
მარადისობის აკვნესებ სიმთ მგე მეომარი...

საშიშ შენს ხმაში მგრგვინვარებით რეკავს ცის ზარი -
შენი გულიდან ჩუმად გალობს ბედის მწერალი,
იცი იდუმალ ყველა კარის მიღმა რა არი -
ეს შენ მოგელის და გიმღერის ყველა მწვერვალი...

უიდუმალეს და ღვთაებრივ სტიქიისფერი -
ფრენ მსუბუქ ფრთებით მეუფება სუფევისფერი,
რადგან შენს ნათელს მუდამ დასდევს სიცხადისფერი -
ოდეს ენთები შენ გმორჩილებს სუყველაფერი...

ვინაც შეიცნობს შენს მიზანს და უწმიდეს სურვილს
გაუნათდება ნაზი გრძნობით და თრთოლვით სული,
შენს მიჯნურ თვალთ და გამოუთქმელ შენდამი წყურვილს -
ვერ გაექცევა შენს სიყვარულს ვერცერთი გული...

კვლავ აენთება ლურჯ ზეცაზე შენი ვარსკვლავი 
და შენ დიდების ბრწყინვალე შუქი დაჩრდილავს ყველას,
ო საქართველოვ შენი სული არის უკვდავი -
მადლობა ღმერთს რომ შენში ვიშვი მარად ქართველად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი