შვიდობითი 39


მნუსხავ ავეფხვებული ხატებით ქალ ავაზის -
მი სულის ნაზ ფიქრების მოყვავილე ხარ ვარდი,
მეწამულ სიყვარულის ცეცხლოვანი სინაზის -
წითელი ამბორებით მსურს გულს გინთო ლაჟვარდი...

მსურს გხსნა გრძნობათ მალული გულისა ვუალები -
დაგიკოცნო თვალები და წაგკიდო ალები,
სახეზე ახატული სამება მა ხალების -
მწვავს ნაზ იდუმალებით შენ სულის მწვერვალები...

ჯვარზე წმიდად ვნებული ჩუმ სუფევით დავქრივარ -
კოცნების კოცონების ჯადოსნური ოცნებით,
შენზედ შეყვარებული მე შენ გულთან მოვდივარ
და მწველ ფიფქთა ზმანებით ნაზ ტუჩებზე გადნები...

შენ ღვთიური ცეცხლი ხარ და სულზედ მეკიდები -
სოფი მე შენ მიყვარხარ - მე შენ ცქერით ვმშვიდდები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი