შვიდობითი 40
გულს ქრის ვით ქარიშხალი - ცივი და ველურია - იგ მუზა მი ქალღმერთი სპეტაკ ფიფქებს თოვს სულში, ძუ ლომი ამორძალი და თეთრი ვალკირია - ნაზად მკლავს მეფა ქეთი ყინვით მდაგ სიყვარულში... - ო კიდევ ათას ღალატს აიტანს მბრძოლი გული - იდუმალ უთქმელ გრძნობის სანამ ნოტები ესმის, თუ მოჰკლეს უმბეთ "ჯალათს" - ცისაა მისი სული - მას უკვდავება ეტრფის და მკვდრეთით აღსდგენს ლექსი... ლექსი სრულქმნილი მასში - აყვავებული გრძნობად - ეფინებოდა არეს სასუფეველის სუნთქვად, ის ჯვარცმა არის ღმერთში და ღვთაებრივი ტრფობა - ჯვარზე გააკრა მთვარემ და მზედ აქცია სულთა... მარად ინათებს ცაზე მის სიყვარულის ნიშა - ვერვინ შეწვდება ღამეს რომელიც მასში იშვა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი