სონეტი 5
შარმით და ეშხით სულზიმზიმა სინაზე ქალი - ცხოელთა მეფის გულთმტაცებელ მეფას სადარი: მიჯნური ლომის მოღრიალე სულის ტრფიალი - ხარ ვეფხი მუზა - ლედი - შავი იაგუარი... ჩემში მთრთოლ განცდათ ათას სხივით ხარ ამზეება - ფრთათეთრ ანგელოსს გევხარ ნაზი ოცნება ცათა, მწვავს სილამაზით შენი სულის მნათე ხატება - უნაზეს გრძნობის ცეცხლით დამწვარს მიყვარხარ თათა... ვერრა შეხება გამოხატავს ამ ქვეყანაზე - წმიდა ამბორით გულთა სრულ რწყმას სულთ მარადისის, თეთრი ალერსი სისპეტაკით მხეცსაც ანაზებს - თუმც სიყვარული ტკივილია გაუსაძლისი... ეს ჩუმი გრძნობა უკვდავებას ნაზად მაერთებს - ჩემო გრაცია დედოფალო მე შენ გაღმერთებ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი