სონეტი 6


სიფაქიზეთით თრთოლვაა და სილამაზეა
და ზეციურის ღვთაებრივი მწველი შეხება,
გამოუთქმელი სისათუთე და სინაზეა
რასაც აღვიძებს ჩემს თვალებში შენი სახება...

მთელს არსებაში ნაზ მშვენების ტრფობად ნთებული -
ანგელოსური გრძნობებით და ღმრთით ავსებაა,
ღვთიური ცეცხლით სულის გულზედ წაკიდებული -
ეს სიყვარული და ფრთანაზი უკვდავებაა...

გავაუკვდავო ეს მომენტი და შენ ხატების
სათაყვანებლად მსურს გიწოდო შენ საოცრება,
მუზავ შეიგრძენ ნაზ ბაგეზე მზე უკვდავების 
მთრთოლ სიყვარულით ვითარ ნაზად გეამბორება...

მიუწვდომელი შენ დაარქვი ჩვენს ნაზ ოცნებას,
ლეგენდად დარჩეს მი შენდამი ეს გაოცება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი