ლომური


ხანდახან დუმილით ჩუმად მოღაღადე -
სიყვარულის მამა და ზეთ საანგელო,
ხანდახან ლომივით მძლავრად მოღრიალე -
ეს მე ვარ - ეს მე ვარ - მე ვარ საქართველო...

გულში მრისხანებენ ველური ვეფხვები,
სულში ცეცხლოვან რაშს უშლია ფრთაები,
არსებად ფეთქავენ მგრგვინვარე ელვები,
ჩემში ხედვა არის უკვდავი ღმრთაების...

არწივულ თვალებში მიგიზგიზს ალები -
მზეზე მცხუნვარე და ათასჯერ ნათელი,
სისხლში სტიქიური ბობოქრობს ძალები -
ჩემში სიმკაცრეა ასათას ანგელის...

გახელებულან და ღელავენ ტალღები,
ცათა გუგუნებენ მჭექარე ზარები,
უკან მომყვებიან მბრდღვნელი გრიგალები,
ჩემში კოსმიური დაჰქრიან ქარები...

სივრცეებს მოვაპობ ლომური ღრიალით,
მე გირჩევთ შეშინდეთ აფთართა ხროვები,
მოვგელავ გირგალურ გრუხუნ და გრიალით,
აგაცმევთ ეშვებზე, აგპჭალავთ ტორებით...

ჰა იერიქონის მნგრეველ საყვირებზე -
ჩემში ხმები ქუხან ათასჯერ მძლავრები,
შედექი მსოფლიოვ ღმრთის ლიანდაგებზე -
თორემ გადაგლეკავ ჩემი მძვინვარებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი