სონეტი 8


აანგელოსდეს თეთრი მუზა მარად ზღაპარში -
მსურს პოეზია მის სულს მუდამ ფიფქებს ათოვდეს,
და თეთრ ქალღმერთზე ჯვარდაწერილს სულის ტაძარში -
მინდა მარადის სიყვარული გულს მითრთოლებდეს...

ღმერთისთვის მიძღვნილ მიჯნურ სულზე გამიჯნურებულს -
მსურს მის გულს წვავდეს ლექსს მირქმულ ფრთათ მზისკენ აფრენა:
არამიწიერ გრძნობის რწმენით სულგაბრწყინებულ -
ქარაფებიდან გადაფრენილ როგორც შორენას...

გულს გული ვწირო და სიყვარულს სუყოველივე -
და ვით სულმ ჯვარცმულ სისხლის მწვეთარ ედალვაისის:
მსურს რომ გზის ბოლოს ცამ ამინთოს სულმოლივლივე -
მეწამულ გრძნობის მოიისფრო მწველი დაისი...

ათინათების შარავანდის უკვდავ ციმციმით -
თვით მზე შეამკობს ამ სიყვარულს ეკლის გვირგვინით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი