ქალწულ თოვლს
იისფრად - როგორ თოვს - როგორ თოვს, ფიფქები - დათრთიან - ფიქრებად, გალანტი - მზე პრინცი - ვბობოქრობ, ედემის - ვარდები - იშლება... და ცისფერ - მხარეში - სადღაც შორს - ზღაპრულად - ცა ფიფქავს - ნაზად თოვს, იმ ფრთალურჯ - მწვერვალთგან - სამყაროს - გიგზავნი - იისფერ - ამ ამბორს... გულში ხარ - სულში ხარ - ფიქრში ხარ - გოცნებობ - შეგნატრი - მაკლიხარ, ვფიცავარ - ვფიცავარ - ვფიცავარ - მწამხარ და მარადის - მახსოვხარ... სულში ნაზ - მუზიკად - დაჰქრიხარ - უჭკნობი - მშვენების - გრძნობა ხარ, საოცარ - სიტურფით - ჰყვავიხარ - გულს უთქმელ - განცდების - მშობი ხარ... სულუკვდავ - ბაგეთა - კოცნა ხარ - მიჯნურის - თვალების - ცრემლი ხარ, თრთოლვა ხარ - ტრფობა ხარ - ლოცვა ხარ - ამ გულის - მჯვარმცმელი - სული ხარ... მარადი - სატრფო და სხივმნათე - სამყაროს - ცხრავე ცის - მეფა ხარ, სიყვარულს - შერწყმული - სინაზე - უწმიდეს - ბუნების - ზეცა ხარ... თანდათან - თანდათან - თანდათან - უფრო და უფრო და უფრო ხარ, ფიფქთ-მთოვარ - დედოფლად - გრძნობათა და სპეტაკ - ქალღმერთად - გულს სწამხარ... ფრთანაზ სულს - ზეცისკენ - მიგყავარ, მი ნაზი - მუზა და ერთა ხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, სინაზის - უკვდავი - ღმერთა ხარ... შენს ნაზ ხატს - გულით თან - ვატარებ და შენი - ტრფიალით - ვნეტარებ, უმანკო - თვალებით - მიყურებ: მაოგნებ - მაოცებ - მანცვიფრებ... ეგ ნაზი - თვალები - ყველგან მდევს და შენი - ტუჩები - ცეცხლით მწვავს, ოდეს შლი - ანგელი - მფიფქვარ ფრთებს და ადუმ - იისფერ - კოცნით წამს: მთელ და სრულ - არსებით - სული თრთის - მიუწვდომს - წვდომადი - განცდა "მკლავს", იისფერ - სიყვარულს - წამი ცრის - გრძნობის ცის - უკვდავი - თოვა მწამს... და ნეტარ - შენს სულის - მწყალობელ - უნაზეს - შეხებით - ტკბებიან, სათუთ და თოვლისფრად - მგალობელ - თითები - თითებით - თვრებიან... ფრთაებით - ეხები - ოდეს სულს - ოდეს თოვ - ფაქიზად - სიყვარულს, იმ წამში - სუფევდეს - მი გულს სურს - განვიცდი - სინაზეს - ოდეს სრულს... მწიეს ცად - მე შენზე - ფიქრებმა და სულს რომ მოთოვონ - ფიფქებმა: აენთე - უნაზეს - ფრთაებავ - მეცეკვე - ფიფქთ ვალსი - ღვთაებავ... ამ წამს ვარ - თვითერთი - ამური და გული - სიყვარულს - აბოდებს, მიწიერს - ვწყდები და თეთრ სულით - მოგიხმობ - ნაზ თოვლის მადონას... ვენთები - გალა ვით მთოვარე - შენთვის ვთოვ - ზამბახურ - ლაჟვარდებს, ლურჯ ცაზე - ოცნება - ელვარებს - გულს სურს რომ - მარადის - მიყვარდე... ვიდრემდის - ფიფქავენ - ფიფქები - ღმერთი ვარ - იისფრად - სანამ თოვს, და ქალღმერთს - სპეტაკი - ტუჩების - მი გული - უნაზეს - ამბორს გთხოვს... ანგელოსს - სულის ამ - ნაბოდებს - კრისტალურ - ამ წმიდა - ფიფქების: ფრთასათუთ - იისფერ - ამბორებს - ვუგზავნი - თქვენს ნაზ გულს - ნაზო მის... სულმუდამ - ყოველთვის - მარადის - ეს გრძნობა - გალობად - ცად დადის, გულს წვდება - ანგელოზთ - ღაღადი - სიყვარულს - გაღმერთებს - თავადი... თვალებში - სინაზის - ზეცა ცრის - იისფერ - ფიფქების - ქარი ქრის, და გული - საოცარ - სევდას გრძნობს - როგორ თოვს - როგორ თოვს - როგორ თოვს... სულს უცხო - სინაზით - დათრთიან - ფიფქები - უთქმელი - დარდებით, თოვს და გულს - სისხლისფრად - ყვავიან - კრისტალურ - გრძნობათა - ვარდები... ცა გასცემს - ცა ფიფქავს - ნაზად მთრთოლ - ამ წმიდა - ამ მარად - სიხარულს, გული გრძნობს - გული გრძნობს - გული გრძობს - იმ სპეტაკ - იმ უკვდავ - სიყვარულს... ათოვს სულს - სათუთის - სახება - დამდევს თან - ფიფქიას - ხატება, საოცარ - იისფერ - ფიფქებს თოვს - ყოველთვის - ყოველგან - ყოველდროს... ნაზის ხმა - ფიქრებში - ჩამესმის, ვეძახი - მიყვარხარ - არ ესმის, გაუგებს - ვინმე გულს - ოდესმე, სიყვარულს - გავუძლო - როდემდე... ამურმა - მოვზიდე - ისარი - ამჯერად - არცერთ გულს - დავაცდენ, ღმრთაების - უკვდავი - სიზმარი - მარტოკამ - ვატარო - სანამდე... მზე სულში - როდემდე - ინათებს - ამიტანს - პოეტ ღმერთს - სადამდის, მაოგნებს - ეს გრძნობა - მანცვიფრებს - სულმუდამ - ყოველთვის - მარადის... და შენს გულს - უგალობს - მი ფრთები - ცისა ხარ - ცისა ხარ - ცისა ხარ, ფრთათეთრი - ოცნება - ფიქრების - მი ტრფობის - უკვდავი - ნიშა ხარ... იწვიან - ფიფქები - მწველი მზით - ჩემთვის კვლავ - წმიდათა - წმიდა ხარ, ვწუხვარ რომ - ერთი ვარ და ვერგზით - გამიგებ - ვით ძლიერ - მიყვარხარ... ყოველი - მითქვია - ცალცალკე - ვწუხვარ რომ - ვერ წვდები - ამ გრძნობას, რამდენჯერ - აგინთე - სასანთლე - როდემდე - მნათეს ვერ - მიცნობა... სიტყვის მზის - მაგიურ - სხივებით - უსაბამ - დროიდან - ვიწვოდი, სიყვარულს - არ ესმის - სიტყვების - მხოლოდ შენ - ამას თუ - იტყოდი... თუმც ისევ - ათოვს ცის - მადათოვს - მუდმივად - მტკიოდე - რთულია, ამიტომ - მძულხარ და ხანდახან - ვენები - დავიხსნა - მწყურია... რა გითხრა - მე ისევ - ისა ვარ - ვინც გულით - გეტრფოდა - ცათამდის, ისევე - უკვდავად - მიყვარხარ - იგივე - სულის ვარ - მარადის... მე მარად - შენს სულზე - ვმღერივარ და გყვარობ - ოქროსფერ - ამორძალს, მი მკვლელი - შენ ნაზი - მერი ხარ და გეტრფი - მიწიერ - პატარძალს... ო ვიცი - ჯვარზეც რომ - ავიდე - შენს ბრმა გულს - ვერც ეს ვერ - მოწვდება, ის რაც მე - შენს სულში - ვადიდე - გაიგებ - როს თვალთ ცა - მოგწვდება... ვიცი რომ - ვერ გესმის - ოცნება - მი შენგან - განდევნას - აპირებ, იცოდე - უარმყოფ - როდესაც - მოვალ და ცხოვრებას - აგირევ... მინდა რომ - გტკიოდეს - სიშორე და გულით - ეტრფოდე - ცის ვარდებს, მე მინდა - სულ გრძნობით - მფიქრობდე და უკვდავ - სინაზით - გიყვარდე... ვითარცა - მე გეტრფი - იმავე - ნაზ ნატვრით - ეგ სული - გეწვოდეს, მე მინდა - მარადი - სიმაღლე - მი გულის - დედოფალს - გშვენოდეს... ხედავდე - ზღვის გულში - დაფარულს - მინდა რომ - წვდებოდე - სიღრმის სულს, სიყვარულს - სიყვარულს - სიყვარულს - ვუსურვებ - მე მაგ ნაზ - მზიურ გულს... მარადის - ამ გრძნობით - წყეული - დავდივარ - უკვდავი - დარდებით, და გულში - სიყვარულს - ჯვარცმული - სინაზეს - გალობენ - ვარდები... შენს მარად - მშვენებით - დადაგულ - სულშიგან - ფრთაები - მღერიან, და თვალებს - ტრფიალით - დაშანთულს - რომ აღარ - უყვარდე - ძნელია... რა არის - თოვაზე - ლამაზი - რა არის - ფიფქებზე - სპეტაკი, ყველაზე - წმიდა და ფრთანაზი - რასაც მე - არსებით - შევნატრი: სიყვარულს - შერწყმული - სინაზე - შენა ხარ - მი გულის - მზეთამზე, ფიფქებზე - თოვაზე - ამ ცაზე - შენა ხარ - ლამაზი - ყველაზე... ლურჯ თოვით - სამყაროს - ნათლავენ - მეც ფუნჯი - გულის ცას - შევახე: უნაზეს - შენს სახეს - ხატავენ - სულმმნათე - ფიფქები - ზეცაზე... ლურჯი ცა - ფიფქავს ლურჯ - სინაზეს - სული თოვს - იისფერ - ფიფქებსა, ო როგორ - გიხდება - სითეთრე - პატარძლად - შემოსილ - პრინცესას... ოდესმე - მოწვდება - შენს ნაზ გულს - ეს თრთოლვა - იისფერ - ტაძარის, შეიცნობ - მწუხარე - მი თეთრ სულს და გრძნობას - ამ ლამაზ - ზღაპარის... ნაზ მზერით - ნაზ გრძნობის - სულმნათე - როდესაც - იღიმი - მაოცებ, ინათებს - მთვარე როს - ლურჯ ცაზე - მოვალ და ტუჩებში - გაკოცებ... იისფრად - ანთებულ - წრფელ გრძნობით - უბიწო და წმიდა - ამ ტრფობის: ესაა - სპეტაკი - ამბორი - რომელ თოვს - სიყვარულს - ჩვენს შორის... კვლავ ვხატავ - შენს სულს და სინაზეს და გტრფობდე - მი გულის - სენია, მარტო ვარ და მწუხარ - ამ ცაზე - ვხარხარებ - შეშლილი - გენია... მარადის - ვინატრებ - ქალწულ თოვლს, იისფრად - როგორ თოვს - როგორ თოვს, შევხვდებით - ოდესღაც - სადღაც შორს - იმ ფრთალურჯ - მწვერვალზე - სამყაროს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი