სონეტი 9


მზიან ლურჯ ღამის ღვთაებავ და წმიდა ასულო -
იდუმლად მნათე მანთებთ თქვენო ამურესობავ,
თმადალალწნულო გულწაწალო ლერწამ ქალწულო -
მიყვარხართ ნაზად მადმუაზელ უნაზესობავ...

კოსმიურ მთებზე გდევთ ამური ირმის ნახტომით -
ნაზ კამარებით ლაღად მფრინავ ფრთანაზ ნიამორს,
და ლურჯ ედემში მგალობელი სულის აღსდგომით -
ადამი ევას გჩუქნით ჩუმად ფრთამუქლურჯ ამბორს...

მზე შემოსილი გევთ თეთრ ღამეს ლედი ლურჯებში -
და გალაქტიკა გულში გიკრავთ სატრფოს სულისას,
მთრთოლვარე გრძნობა გეცეკვებათ ნაზ ვალსს ღრუბლებში -
და ვარსკვლავები ყვება ზღაპარს სიყვარულისა...

იქ ანგელოსნი ჰქრიან ჩუმად ლურჯ ცის ქუჩებში -
სად მთვარე გკოცნით ლურჯ პლანეტას ნაზ ლურჯ ტუჩებში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი