შვიდობითი 42


სიცოცხლემ სამყარო და ცისარტყელას ფერები,
ცამ მიწა და მიწამ ცა ერთმანეთთან ვედრების,
ღამემ მთვარე და დღემ მზე, ნათელმ სუნთქვის გენები -
მოფინებად სივრცეთა და სამოთხის ხედების,

ბუნებამ აყვავება და დიადი ფიქრები,
ყვავილებმა სიტურფე და ალერსი პეპლების,
გაზაფხულმა იები, ზაფხულმ მწველი სხივები,
შემოდგომამ ფოთლები, ზამთარმ თეთრი ფიფქები,

ტყემ იდუმალება და უდაბნომ გზა მიგნების,
წვიმამ მიწას ერწყმოდეს ძალად აღორძინების, 
ქარმა თავისუფლება და ჰორიზონტთ სიდიდე,
ზღვებმა სიბობოქრე და მწვერვალებმა სიმშვიდე,

მთვარემ ტრფობა უმანკო, ვარსკვლავმ მზისა სინათლე,
მზემ სიცოცხლე უნაკლო, მე კი შენ - შენ გინატრე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი