სონეტი 10


სამყარომ თვალებ აახილა ნაზ მზერიანი -
ოდეს დიადმა უსაბამობამ საბამად ინათ,
ჩვენი სულების ის პირველი გულთ პაემანი -
იდუმალ ედემს მირიადი იყო წლის წინათ...

თოვდა სუფევა და ერთიან ჰარმონიაში -
გასაოცარი სიმსუბუქით თრთოდა არსება,
და უსამანო იმ ღვთაებრივ სიმფონიაში -
ვცურავდით მბრწყინავ ოქროს ნავით ორი სავსება...

უკვდავ გრძნობის და ერთმანეთის ნაზ მონატრების -
მას მერე სულით უსასრულო სევდას ვატარებთ,
და ყოვლისმომცველ სიყვარულით თვალთ მონასტრების -
გულ გამოუთქმელ სისპეტაკის მზერით გვაწამებს...

ამურთამურმა მსურს შეგახო სულისა ფრთენი -
გჩუქნი სიყვარულს მი ამორე მარადის შენი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი