სამებისი 2
ნაწნავები გაუშლია ოქროსთმიან მზეთუნახავს - ვერცხლისფერად მოკამკამე ოცნებების შადრევანთან, აენთება ეს ხილვა და მზიან ღამეს ერთურთს ვნახავთ - იისფერი პაემანი მელის ფრთანაზ თეთრ ზამბახთან... მთვარის სხივებს ჩამოყვება სიოს მსგავსად მქროლი სული - ცისარტყელას ფრთაებგაშლილ სასუფევლის მწვერვალებით, მოცახცახე სიხარულის ათრთოლდება გრძნობით გული - მომანათებს ოდეს მნათე თვის იისფერ ნაზ თვალებით... შეეხება სულის არეს ოდეს თვისი თეთრ ფრთაებით - გაცოცხლდება სამოთხე და აყვავდება ბაღს ვარდები, სასწაულის წამს აანთებს და ლურჯ ცაზე ნაზ ჰანგებით - ამღერდება ვარსკვლავები და მუქლურჯი ლაჟვარდები... სიყვარულის მთოვი ცა და ათინათი თეთრ ზმანების - ნაზ ედემის თოვლილ ბაღში ფრთაებს გაშლის მზე ოცნების, და იისფერ ფიფქების სულს სულით ნაზ ვალსს ვეცეკვები, მიყვარს მფიფქვარ თეთრ ქალღმერთთან იდუმალი პაემნები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი