სამებისი 3
* ზღვისთვის გულის მღელვარება და სილაღე ქართ სულთაგან - ცისთვის თვალთა ელვარება - ყვავილისგან კი სინაზე: თოვლისაგან სისპეტაკე - სიამაყე მწვერვალთაგან - მზისთვის სული "მოგიპარავს" - ღვთაებისთვის სილამაზე *... ცას უმღერი იავნანას კოსმიურ ტბის სირინოზი - ოქროს აკვანს ურწევ ვარსკვლავთ იდუმალი დედოფალი, ქართული ტყის ფერია და ქართულ ტაძართ ანგელოზი - თეთრი შხარას ქალღმერთი ხარ და შავი ზღვის ამორძალი... მი ფრთათეთრი სერაფიტა და ოცნება კავკაზთ ზეცის - ხარ გულების მტაცებელი თოვლის თეთრი ლეოპარდი, გრაციოზულ შენს მშვენებას გალანტი ვერ გავექეცი - ნაზ ტრფიალით მსურს მოგიძღვნა გულიდან ეს თეთრი ვარდი... ამურესა მზეთამზე ხარ მოცისკროვნე სილაჟვარდის - ჩემი სულის ეკლესია შენთვის ნაზად ფიფქებს ბარდნის, და ფიფქები თრთოლვით მქროლნი გიგალობენ თეთრ სიყვარულს - თეთრ კაბაში მოსილ ფრთანაზ საქართველოს სულს პატარძლურს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი