სიმშვიდის არსი
თვალთ ელანდები თეთრი ქალღმერთი, რომანტიული, ლურჯი ღამეა, სულის სიმებზე უკრავს თვითერთი, რა სიმშვიდეა, რა სინაზეა... მდუმარ ცის სული - რა ლამაზია, გულს რომ ქრის ტრფობის ჩუმი ზარია, მუზიკა - მუზა და პოეზია - საოცარია გრძნობის არია... რა სიჩუმეა, რა სიწყნარეა, მთვარის სიზმარი, ვარსკვლავთ ფიქრია, ეს ჯადოსნური ცის ზღაპარია, ფანტელებს ფიფქავს სულში ფიფქია... ამური უკრავს ოქროს არფაზე - ოქროს ფრთაებით ფრენენ ჰანგები, ფრენს ჰარმონია და სილამაზე - ნაზ სიყვარულის ნაზი ზმანებით... თრთის სამყარო და ვით საოცრება - ნოტების ფრთათა უნაზეს შრიალს, ქალი ოცნება - ქალი პოემა - ადევნებია მუზიკის გრიგალს... გულიდან ფიფქავს სულის სამოთხის - თეთრ ოაზისის ლურჯი ოცნება, და ტუჩს ადნება უმანკო გრძნობით - ვით სიყვარული - ვით ამბორება... ვით სხივთ ალერსი და მოფერება - ეგრეთ ნაზია სუნთქვა სულისა, ცით მოვლენილო მშვენიერებავ - თვით პოემა ხარ სიყვარულისა... სულნათელ გრძნობით ფრთენი უშლია, ეს ღვთაებრივი გულის სენია, რაიც გვაცოცხლებს სიყვარულია - მღერის შეშლილი ზეცის გენია... სულის სიმებზე ფრთათეთრ არიას - უკრავს მთოვარის ფიფქთ ფანტაზია, მწვერვალთ ფიქრია, ცის სიზმარია, რა სიჩუმეა, რა სინაზეა... ფრთაებშესხმული სიყვარულია - ცხრავე სამყაროს არსობის არსი, გული შენ ტრფობით დადაღულია - მუზათამუზავ მეცეკვე ვალსი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი