შვიდობითი 44
ნაზი იდუმალებით - გიმზერ გულის თვალებით - მე კვლავ დიდი ბავშვი ვარ - მიყვარს კვლავაც ბავშვურად, გრძნობათ სულის ალებით ნაზად გეტრფიალებით და ზეციდან მოვდივარ ნაზ ფერებით საჩუქრად... სიყვარულის იისფერ ღრუბელთ სასუფეველზე - სულის მზიურ ძალებზე ფრთათეთრ ზღაპრებს გიამბობთ, ემოციათ იმ ცისფერ ამბორების მთოველზე - გკოცნით სათუთ თვალებზე, რომ ზეცა დაინახოთ... უსამანო ვთოვ გრძნობით რომ თქვენაც გამოსახოთ - მი გული როგორს გხედავთ, მე თქვენს ფრთანაზ სულს ვხატავ, ნაზ ოცნებებს ბავშვობის უცხო სინაზე ახსოვთ - ნუთუ თქვენ ვეღარ ხედავთ, ნუთუ თქვენ აღარ ხატავთ... ანგელური ფრთებით გვთხოვს ქრისტე ბავშვურს მინდობას, ბავშვი ცის სუფევას თოვს, ღმერთი ბავშვებს ენდობა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი