შვიდობითი 45


შემეფეთა ბავშვობის ცის ფრთანაზი ოცნება -
აგალობდნენ თვალები - ვიყოთ ერთად დილამდის,
კარუსელი ნაზ გრძნობის და წამთ ასაოცრება -
გსურს წაწლური ალერსით თამაში გათანგვამდის?

მო ვუსმინოთ ზღვის ღელვას - ღამეა იისფერი -
გსურს ვაწყვიტოთ ვარსკვლავი მუქლურჯ ცას სიყვარულის?
შენ და მე და სულთ თრთოლვა და განცდები მზისფერი -
ჩემთან ერთად ხელკავით გსურს ზღვის პირს სიარული?

თითქოს ფრთები გაშალა მან ანგელმა ღრუბლების -
ჩემს თვალწინ ანარნარდა ნაზი - ვით მზე ედემის,
ამღერდნენ ვარდნაშალა ტუჩები ალუბლების:
*მე და შენ და ლა ლა ლა, მე და შენ და პეპლები*?

მთავარემ ყელზე შეაბა ცას კოცნების მძივები,
მღერის არე - ლა ლა ლა - თოვს ნაზ გრძნობის სხივები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი