ოცნებებში თამაში
ფიფქავს სიყვარულის ცა ოცნების ნაზ ფერებით - დაჰქრის სულში ქარებად უკვდავების არია, ოქროს სანაპიროზე მთვარიან ღამეების - ეს ფრთანაზი ზმანება მი გულის ზღაპარია... მდუმარებით შემოსილ მინაზებულ სამყაროს - ფრთაები გაუშლია - ცა-მოიისფრო ღამეს, თრთის თვალებში გალობა ჩუმი და უსაბამო - ცვივა თეთრი ფიფქები ოცნებას მოკამკამეს... ტალღების თეთრი ქაფი ოქროსფერ სანაპიროს - თეთრად აქათქათებს და ნაზად ეალერსება, ლურჯთვალება სამყარო აფეთქებას აპირებს - იისფერი ზმანება ითხოვს თავისუფლებას... მუქლურჯ მწვერვალებიდან ლურჯი მზეთამზე ისვრის - სხივთ ულურჯეს ლაჟვარდებს სიყვარულის გამების, უსასრულობის სული ამ უსამანო სივრცის - ვარსკვლავური კაშკაშით ხატავს გრძნობებს სამების... სანაპიროს გვერდზე სდევს ათასფერა ველები - გზნება მთვარის შუქთა ფრთის ლურჯ ედემზე ნაზად თრთის, ყვავილთ ცისარტყელას ზღვას დაფარფატებს პეპლები - მთელი არე უგალობს ნაზ სიყვარულს მაღალ ღმრთის... ირგვლივ სუფევს სიმშვიდის ღვთიური ჰარმონია, ქნარზე ისმის მუსიკა ცისფერ სასუფეველის, დაჰქრის ნაზად ჰაერში უკვდავი სიმფონია - ლურჯ გალობად გულისა - მუზების მბრძანებელის... გარემოუცავს სრულად ნაზ სიყვარულს არსება, თეთრ ღრუბლებში დასცურავს შეშლილი ცის მაესტრო, ხემით სიმებს ეხო და ვიოლინო აკვნესდა - სიყვარული უკვდავთა გრძნობა არის საერთო... - მესმის ლურჯი ტალღების ჯადოსნურ სიმღერის ხმა, თოვს ფიქრების ნაზი სივრცე, ისევ ცად ასულა ფრთა, ვხატავ ზღვისპირა ედემს - ნაზ სიყვარულისთვის მზა, შეაწყდა სულს ფიფქები სამოთხისეულ ფერთა... მთვარის თეთრი სხივები კრთის ათასფერად წყალზე - ათინათებით ციმციმებს ლაღად მოლივლივე ზღვა, კაშკაშებენ ვარსკვლავნი აზამბახებულ ცაზე, ლურჯი ღამე - მე და შენ - სანატრელი რაა სხვა... სულ ჩვენი არის ეს ცა, დავხატოთ რაიც გულს სურს, მოვუყვეთ ოცნებები თეთრ მთვარეს მოკამკამეს, გამოვიგონოთ რამე - რამე რაც აანთებს სულს, მო ხელი ხელს მივცეთ და შევშალოთ ტრფობით ღამე... შიშველ კოჭებს გიკოცნის სანაპოროზე ტალღა, სიო გიწეწავს თმებს და თეთრ - სიფრიფანა კაბას, გრძნობის ფრთებით ვიფრინოთ მო სულ მაღლა და მაღლა, თუ გსურს ვიცეკვოთ ტანგო, თუ გსურს ვიცეკვოთ სამბა... რა შეედრება მითხარ - თავისუფლებით ნავარდს - სანაპიროზე ლაღად - დაჭერობანას თამაშს, როცა დაგიჭერ კოცნით მერე შევეხოთ ლაჟვარდს, ქვიშაზე დაწოლილებმ ვუყუროთ ვარსკვლავთ კაშკაშს... მო მთვარის თეთრ სხივებით მოქათქათე ღრუბლები - მივამსგავსოთ მხატვარს და საოცარ ღვთის ქმნილებებს, იქ უთუოდ დავლანდავთ ნახატს ფრთიანთ გულების - და მათი გარდასახვა მოგგვრის აღიმილებებს... სულის გაღიმილებით მოდი ბევრი ვიცინოთ, მივწვდეთ თვალთა ამბორით გამოუთქმელ სინაზეთს, გასაოცარ გრძნობების ცისარტყელა ავხატოთ, მოდი გულით ავუხსნათ სიყვარული ერთმანეთს... სამოთხის ველზე გაშლილ მობიბინე ყვავილებს - მოგიკრიფავ ნაზ იებს და სულსპეტაკ შროშანებს, ფერს მოვტაცებ ზამბახებს და ოცნებას გვირილებს - და ამ ყვავილთაგან წნულ თავს დაგადგამ გვირგვინებს... გიამბობ მი ნატვრებს და ნაზ გრძნობით გკითხავ მერე - ხატი ბაბუაწვერას ამ სიყვარულს უხდება? სურვილი ჩაიფიქრე და სული შეუბერე - ფრთანაზი ოცნებები ამ ღამეს სულ ახდება... - ქვიშით ვაშენებ შენთვის აქ ოქროსფერ სასახლეს - სანაპიროზე ვზივარ და გამუდმებით გნატრობ, რაც სიყვარული სუფევს ზღვისპირა ამ სამოთხეს - სუყველას მაგ გულს ვჩუქნი, მე შენ უკვდავად გყვარობ... საოცარი სინაზით სულის მომნუსხველია - ყინვასავით მსუსხავი და მზესავით მწველია: მზერა შენი საკვირველ სიტურფის მთოველია - ეგ ღვთიური თვალები ცაზე მიმზიდველია... სინაზით სულთა ამბორს უკვდავი წამი ამბობს, მა სათუთი თითების ნაზი შეხება მათბობს, ეგ კისკისები მიყვარს, ეგ ღიმილები მართობს, ნაზი ხატება შენი და თვალთ სინაზე მათრობს... მიცქერიან თვალები, კოცნის არმაკმარენი, და ამ განცდით ცახცახი ისე საამურია, მიზიდავენ სათუთი ეგ მთრთთოლვარე ბაგენი, მხურვალე სიყვარულით - დაგიკოცნო მწყურია... სახეს ღიმი ავხატო და ჩუმ აალერსებად - სიყვარულის სხივებად სულის გულში ჩაგადნე, უნაზესი მშვენებით შემკულ ღვთიურ არსებას - მსურს იისფერ ფიფქებად ნაზ ტუჩებზე დაგადნე... ბაგეებზე შეყინულ ამ ამბორს გისახსოვრებ - ამ ღამის უკვდავებით ძვირფასო მი ამორე, გულში ანთებულ ხანძარს - მიყვარხარ - გიმეორებ - შენთვის ვამზევებ მუზავ მი სულის საამორეთს... სიყვარულზე ყვებიან ციერ ზღაპრებს ფრთაები - ზამბახისფერ სინაზით ცა იისფერ ფიფქებს თოვს, სიხარულით უგალობს ეს გრძნობა სულს ღვთაების - და ვერწყმებით ლურჯ ზეცას ვითარ ფიფქი ერწყმის თოვლს... - იისფერი ზმანების კოცონების კოცნებად - გულშიგან ანთებული ვით მწველი ტრფიალება: ო ეს ღამე დარჩება მარადიულ ოცნებად - აროდეს მოაკლდება მის სხივებს ბრწყინვალება... ღამის ლურჯ წიაღიდან ოცნებათ ვარსკვლავთცვენა - და მთვარის ფიფქთა თოვა როს ცაზე დაიწყება, მინატრე მეოცნებე ვით სულის აღმაფრენა, ცათა ეს ნაზი გრძნობა არ მიცე დავიწყებას... სულის გულის ფუნჯებით ამური ვით ვხატავდი - ედემალურ სუნთქვების სულმოიისფრო გამებს, მოიგონე შეშლილი - ზეციდან ვით გიყრიდი - სიყვარულით გაჟღენთილ სიგიჟის ფრთანაზ წამებს... ღვთაებრივი სხივების ჯადოსნურ მოფერების - ვიმზირები ზღაპრიდან შეყვარებულ თვალებით, შენ უბრალოდ მინატრე და ოცნების ფერებით - მოვალ - მოგეფერები - წმიდა იდუმალებით... თვალების ამოკოცნა და ბაგეთ ამბორება, ღიმილების ფერება და მზერით მოფერება, შენთან ერთად აქ ყოფნა და ბავშვური გართობა, ოცნებებში თამაში - ვფიცავ - არ მომბეზრდება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი