სამებისი 4
სინაზეში გარდასული მზის სხივთ კოცნის არეს ცეცხლი და სეზონურ სულნაზ ვარდებს მიუმღერა იადონმა, გრაციოზულ სილამაზით მოაბიჯებს ვით ძუ ვეფხვი - ოქროსფერი კაბით მკული ქალბატონი შემოდგომა... შუბლს უმშვენებს ნაზ ღვთაებას მბრწყინავ ოქროს დიადემა - ყელს აუსხავს ქარვის მძივთა მოციაგე ყელსაბამი, სევდისფერი თვალებიდან აფრქვევს ღვთიურ დიადებას და აღვიძებს ნაზი მზერით სიმწიფის სულს დასაბამის... დის ნარნარით ამურესა და ბუნებას ფრთის შეხებით - ცეცხლისფერი სინაზეთის მოლაჟვარდე აძლევს ფერებს, ამზევდება მალე მეფა და კოცნებით ნაზ თითების - ქნარზე ნოტთა ნოსტალგიურ ოქროს ჰანგებს აამღერებს... ქალბატონი შემოდგომას იგრძნობს სივრცე ამბორებას და ყოველი უკანასკნელ სიყვარულზე ამღერდება, მუზა წვიმის მელოდიით დღეებს ჩუმ ფიქრთ მოუყვება, ყვითელ ფოთლებს მალე ქარი ოქროსფერ ვალსს ეცეკვება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი