ცისფერი ყვავილი


იდუმალებებს ვუმზერი ნათლის წყვდიადის სიღრმეში
და სულის ვეთაყვანები შინაგან იმ უჭკნობ ყვავილს:
ნაზ სიყვარულად რომელიც გულის იდუმალ სივრცეში -
უხილავ თვალთა სამოთხის მზეუკვდავ მშვენებით ყვავის...

ჩემს ათასწლოვან წამების ღვთაებრივ სიმწუხარეში
ტკივილით მივაღწიე იმ მნათ მყინვარწვერის მიჯნაზე:
სად მიუწვდომელ სიმაღლის ჭვრეტის სრულ სიდიადეში -
გრძნობისგან უსასტიკესშიც ძალმიძს შევიცნო სინაზე...

მი სამყაროს ოქროს მწვერვალს მამა ადგამს შარავანდად
მზის სხივებით ამოქსოვილ ძე მემკვიდრის ნათლის გვირგვინს,
სასუფევლის სიმშვიდეში ვიფურჩქნები სულმნათ ვარდად -
თვალშეუდგამ სიღრმეებში ვსვავ ფიალებს ნათელხილვის...

ცისფერ ყვავილს ვტრფობ გულით და ღვთიურ ნებით სულვმთლიანობ,
შემოქმედი მი სრულყოფის პოეზიით არის თრობა,
უმზერიდან მომზირალი ნოვალისის ცას ვუგალობ,
მიზანია მი არსების ღმრთის სამყაროს სულით ტრფობა...

უზენაეს ნეტარების ჩემში ანთებს ნატიფ გრძნობას
და მი გული იდუმალი მის მშვენების ცქერით დნება,
შემოხედვა უკვდავთა ცის ათოვს თვალებს ცნობადობას 
და ზმანებით შთაგონების სხივებად სულს ეღვენთება...

სინაზეთის მნათე სული უღრმეს მზერით სულში მწვდება,
მის თვალებში ვჭვრეტ უსაზღვრო სიყვარულის საოცრებას,
გულს მითრთოლებს მძლავრი ჰანგით მაგიურ ცის სხივთ შეხება,
სრულად მიპყრობს და მატყვევებს მიღმიერ მზის ამბორება...

ციმციმა სასუფეველის სიცხადის ცისფერ ზმანების -
ქათქათა ღრუბელთ ფიქრთ ზღვაში მი სულმა ნაზად შეცურა,
გაბრწყინდა გულში ღვთაება უფაქიზესი ბუნების
და თვის უკვდავი მშვენებით ყოველი ნათლით შებურა...

სიყვარულის მზის ნათებამ საფრენად ამალაჟვარდა -
სად ყოველს ერთსულ მფეთქავსა აცოცხლებს სუნთქვა სამ წყაროს,
ნათლის ცისკარის მოფენით თვალთ ხედვა გასაოცარდა -
სამება აერთიანებს თვის თავში მთლიან სამყაროს...

უნივერსუმს სულ შერწყმული სიმრთელით მფეთქავ არსების
წიაღში სრულად ვინთქმები - ჩემში ნათელი ბწყინვალებს,
ვჭვრეტ შინაგანი ბუნების სამყაროს ყოველ სავსების -
ერთიან ჰარმონიაში სუფევა როგორ ბრდღვიალებს...

ღვთაებრივი თვისი სულით ანგელოსურ ლტოლვით ანთებს -
ერთმანეთის ტრფობით მსუნთქავთ უკვდავ გრძნობით აფრთიანებს,
სიცოცხლედ ჩქეფს არსებაში და განდობილ გულით მნათეთ -
იდუმალი ღრმა თვითერთი ერთ სისრულით ამთლიანებს...

რწმენის ძალით შეურყეველ სიმტკიცეში განცხადდების -
ცის ერთობას წვდება ის ვის სიყვარული ამოძრავებს,
წინათგრძნობის ჩუმ ციაგით წარმოშობილ მნათ განცდების -
აბსოლუტი გონის არსში შემოქმედი არ სცნობს საზღვრებს...

არაქვეყნიერ ლტოლვების მწველ ცეცხლის  სულით ნთებული -
მაგიურ ბურანს მიყვება უხილავ მზეთამზისაკენ,
გულიდან ტანჯულ თვალებით მიუძღვის ჯვარზე ვნებული -
უთქმელ და მიუწვდომელი ნათელის წყვდიადისაკენ...

გრიგალებს ხედნის გულშიგან ბობოქარ სულისკვეთებით
და არსით წმიდა ნებაში იშვას ბუნებით სწყურია:
წვავს ხედვა და უშინაგნეს მიღმიერ შემოერთების -
სულს სურს რომ აღსდგეს მარად ძედ ღმერთის წიაღში სრულიად...

გენიოსებს დაჰყვათ ნიჭი თვის უსაზღვრო ფანტაზიით -
რომ განსჭვრიტონ ხილული და ხილულს მიღმა უხილავი,
სიტყვის მაგებს შესწევთ ძალა რომ ახატონ პოეზიით -
რეალური სამყარო და ბრწყინვა სულის მნათ ვარსკვლავის...

მწვერვალზეა მიჯაჭვული ქვეყნად სულის იდეალი -
იგ ქურუმი მზე პოეტი სხივებს აფრქვევს სიყვარულის,
არს შთანთქმული ის მთლიანად ტრფიალებით იდუმალით
და ღაღადებს უკვდავ რწმენით დიადებას ჯვარსგაკრულის...

რომანტიზმის სული სრული თეთრ სინაზედ ზეცად სუფევს -
თოვს თეთრ ფიფქებს სასუფევლის და ამურულ ტრფობით ყვავის,
იგ გრძნობათა მბრძანებელი და სამყაროს მზე მეუფე -
უკვდავების ამბორს ჩუქნის ყველა სპეტაკ სულის ყვავილს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი