სულის სუნთქვა
მზიურ ოქროსფერ ეტლში ბმულ ცეცხლისმფრქვევ ფრთათეთრ რაშებსა ჭენებით მოაგელვებსა მზეთამზე გიორგიუსი, ყოვლისმჭვრეტელსა მბრძანებელს თავზედა დასთამაშებსა ნათლისა შარავანდედი ღმერთ პოეტ მეფე სიმუსის... სამყაროს მზე იმპერატორს წელს ცისარტყელას სარტყელრტყმულს - აცვია ძოწის სისხლისფრად ბრწყინვალე შესამოსელი, სინათლის თეთრ ვუალების ნათელით სახე დაფარულს - ადგას თავს მრავალ ჯიღიან გვირგვინი ცეცხლის მთოველი... იდუმალმწვდომ შუქმფენ ამურ ქარიზმატულ თეთრ მეუფეს - გულმთვრალს ცეცხლით სიყვარულის - პოეზიით და დიდებით: მას ძალთაძალ მგეთამგე სულს უკვდავების სუნთქვით მსუფევს - ძალუძს ყოლა ყოვლისრულმქმნელ ყოვლადწმიდა თვის ბუნებით... - იდუმალი როს თვის მზიურ ცეცხლოვან ფრთებს აშრიალებს - შესაძლოს ხდის შეუძლებელს და სრულმყოფ მცნებით ამყარებს, აბობოქრებულ ლურჯ ზღვაზე ქარიშხლებს და მგრგვინ გრიგალებს - სულმშვიდი თვის უკვდავ ბაგეთ მეფურ ბრძანებით აწყნარებს... მთების შემძვრელ უკუ რწმენით ნთებულს წყალზე სვლას მიანდობს - ყოველ არსსა და არსის სულს თვისსა ნებას უმორჩილებს, მის განზრახვით თეთრი მაგი თეთრ კიდობანს კაპიტანობს და მიუძღვის ლაგუნასკენ თეთრ ღვთისმშობელს განდობილებს... --- სულეთის უკვდავებისა მგრგვინვარ ცათა ცის თეთრ ციდან - ოქროს ღრუბლებზე მოგელავს ამური თეთრი ცხენებით, ეშვება მგე უმწვერვალეს სულის დათოვლილ თეთრ მთიდან - მარადისობის მაგიურ მოოქრილ პერგამენტებით... - აენთო ნაზ სიყვარულით გული ქრისტეს სულს შერწყმული - მიუგალობა ნაზ ტრფობით სულთეთრ ვარდს თეთრ იადონმა: თოვლივით თეთრად ქათქათა მარმარი სახით ქალწულის - სრულყოფილებად ანთიხარ ცათა ცად თეთრი მადონა... შენ უკვდავ ბაგეთ გალობა და სიყვარულის ნანა ხარ, რომლის ციური ჰანგები მაგიურ გზნებით სულს ბანგავს, ცისფერი მარადისობა მარადისობით მიყვარხარ - შენი მზიური მშვენება და სილამაზე გულს დაგავს... უძინართ მზიანი ღამის სულში შობილი მნათე ცის - სულის სამყაროს მფარველი მუზა და თეთრი ანგელი: გულშიგან თრთოლვით ანთებულ სასუფეველის ნათელის - ხარ ტრფიალება პირველი და გრძნობა უკანასკნელი... სულმოიისფრო შენს თვალებს და უფაქიზეს ფრთაებას - ოფაზის ოქროცურვილსა შენ გულსა და ნაზ არსებას: სისპეტაკის და სინაზის მეფა დედოფალ ღვთაებას - უკვდავი შვენის დიდება შენს სასწაულთმთოვ ხატებას... ოცნების მზევ მარადისი მაგიურ ცის პარადისის და მთვარეულთა ზმანებავ ვარდებით მყვავ ნაზ მაისის: სულიდან სამყაროეთზე მოფენავ ცვარ-მარგალიტის - ხარ მოოქროვილ სხივებით ამობრწყინება აისის... ოკეანეთის შუაგულს უულურჯესი ლაგუნა - ოცნების ოქროს კუნძულის სულთა სავანის თრთოლვა ხარ, უკვდავებისა წყარო და სიცოცხლის წვიმა შხაპუნა - ოქროსფერ სანაპიროზე შენ მზიურ ლაჟვარდთ თოვა ხარ... ცეცხლოვან უდაბნოეთის ცხელი მზით ტუჩებ დამწვარი - მოწყურებული გულების ცისფერი ოაზისი ხარ, სამყაროს მუქლურჯ მწვერვალზე ბრწყინვალე თეთრი ტაძარი - შენ უკვდავებით მსუფევი მზეთამზე ამურესა ხარ... აბსოლუტური მშვენების ზოდიაკალურ ნათებით - ასხივებ სიყვარულისა მიუწვდომ იდუმალებას, უკვდავსაყოფად გრძნობების ვის მიანათებ თვალებით - ნეტარ არს ვისაც გაუმხელ შენს გულის საიდუმლებას... --- რკინის ბორბლების გრიალით ღამის სიჩუმის ფრთაებზე - გუგუნებს სასიგნალო ხმა წყვდიადის შემანგრეველი, უკვდავებისკენ მიმავალ ცეცხლოვან ლიან'დაგებზე - მიჰქრის იგ ცეცხლისმფრქვეველი სიცოცხლის მატარებელი... გალაკტიკების სპირალურ დინამიურ სვლას ხატავენ - პოლარულ პარაბოლების ცისფერი პარადიგმები, მზის მაგნეტიზმის გარშემო პლანეტები ვალსს ცეკვავენ - ყოვლისმთქმელ ლურჯ მდუმარებით სდუმან ცის პირამიდები... ცვივა მწველი ნაპერწკლები მოვარვარე ვარსკვლავების - უკვდავებით მოგიზგიზე მარადიულ ცეცხლის თვალებს, კოსმიური ლურჯი ღამის ლურჯ ღრუბლების ლაჟვარდების - ათოვს ფიფქი მოიისფრი გალაკტიკურ ლურჯ მწვერვალებს... სილაჟვარდეში მდუმარ ცის ლურჯი გრიგალი რეკს ზარებს - სულიერ ჰქრიან ველებზე ბობოქარ სულის ქარები, ვერცხლის კამკამით აწყდება ლურჯ კოსმოსეთის ლურჯ ტაძრებს - პირველქმნილ ფეერიულ ჰანგთ ფრთიანი ნიაგარები... როგორც მრავალი წყლების ხმა ერთიან ისმის დინების - უსაბამ დასაბამიდან მარადისობის სიმღერა, მომავალ წარსულს აწმყოში აერთებს დიად ბუნების - ლურჯ სულის სტიქიონური მზეთამზე სფინქსი ქიმერა... იგ მნათე ლურჯ კოსმოსეთის ქნარზე ნაქსოვი სხივებით - უგალობს ღვთიურ წესრიგს და სახებას ერთიანობის, მაგიურ ცის ჰარმონიკის ღვთაებრივ ცისფერ ციფრების - უსასრულება უმღერის სამყაროს თეთრ ჰიმნს განღმრთობის... - მიკრო და მაკრო კოსმოსის შუქმფენი თეთრი მხედარი - იდუმალ სულის მაესტრო გულით არს მგე კლასიკოსი, ოქროს მანტია მოსხმული იგ შოუმენი მენცარი - სფეროთა ლურჯი მუზიკის ნოტებს თოვს ცის მუსიკოსი... - ანგელოსურ სითეთრეთის მბრწყინავ შუქით შებურული - უზენაეს ქართველ მზე მაგ თეთრ მერლინის გამოზრდილი: ქრისტეანულ მშვიდ ნირვანას ცისფერ ნისლში გახვეული - ცის ლასკალას ლურჯ სცენიდან ვგალობ თეთრი განდობილი... ყველა დროების და სივრცის გალანტურ პირველ პალადინს - თეთრ ესთეტ მისან რაინდ მცველს ცეცხლოვან სიტყვის გრაალის: გრაციოზულსა მელექსეს ოქროს ცისფერი პალასის - ბეჭედი დაუსვამს გულზედ ზეკაცურ თვის ნატერფალის... ცეცხლოვან და მოვარვარე ავდევნებივარ კომეტებს - მაგიურ წინადადებებს ვქსოვ სიტყვის ოქრომჭედელი, ალამბულ ოქროს აზრებით ვმღერივარ მზიურ სონეტებს და პოეზიას ვუგალობ მართალთ გზის გამომბრძმედელი... ოქროსფრად მოჩუქურთმებულს ციერი ორნამენტებით - შემოქმედების ღვთაებრივ ხელოვნების თეთრ ტაძარის: პოეტთ გზა ნაფიანდაზი და ლურჯად ნახავერდები - მარადისისკენ მავალი არს უკვდავების ზღაპარი... ცისფერი ჰიმალაის და კავკასიონის თეთრ მთებთან, ზღვის გულში მარხულ გრძნობებთან ფიქრებით ნაზ ამბორებას: ბულბულთან, ირემთან, თევზთან, ქართან, ყვავილთან და ხესთან - პოეტი მუდამ ახერხებს იდუმალ გასაუბრებას... მეტაფიზიკურ მწველ ცეცხლით აგიზგიზებულ თვალების - წვავს ხედვა და სულს უთრთოლებს ღვთიური ეიფორია: მნათ სიყვარულის ატომურ ბომბთა ფეთქებად ძალების - პოეტს სურს შექმნას ლექსებით უკვდავი გულთ სიმფონია... - აკლდამიდან აღმსდგარ ლაზარს ღვთაებრივი საოცრებით - სულს ნთებული გრძნობის ბრწყინვა მზის სხივთ ოქროს ლაჟვარდების: მიყვარს გულთან იდუმალი მიღმიერი ამბორებით - შერწყმა ცის და მიწის სულის და თოვა ფიქრთ თეთრ ვარდების... სიყვარულის ოპიუმის ალთა ცეცხლით სავსე სასმელს - უუძველეს ღვთიურ ღვინოს - ვსვავ ცეცხლოვან აზარფეშით, ღმერთსრწყმულ გულით მზეს ვხატავ და იმ ერთისთვის ვაღებ სარკმელს - ვის მარადის სურს იგრგვინოს ქართულ სულის ნააზრევში... ბობოქარსა და მძვინვარეს - ექსტაზური სინათლისთვის - ვიჭერ სულით ოქროს ტალღას ახალ დროის სერფინგისტი, იგ შეშლილი სიყვარულით გაჭრილი ზე სიმართლისთვის - ზღვაზე ტალღებს რომც შეაკვდეს ცად იცოცხლებს ოპტიმისტი... გაიღვიძე გულქართველო და რწმენის თეთრ სულით აღდეგ - უკვდავთა მზე შეიმოსე და აიღე რაც შენია, თქვენთან - თქვენთვის და თქვენსკენ არს დემონთა სულთ წინააღმდეგ - სინათლის მანათობელი ემანუელის გენია... უფალ ქრისტემ დაადგინა ძეობა და ღმერთკაცობა - ღვთისმეტყველთა ხერხემალსა მართლმადიდთა რწმენა ჰქვია, ფასობს კაცი რომელს შესწევს მოთმინების ვაჟკაცობა - ღმერთს სიკეთე და სიმართლე - ერთობა და ძმობა შია... უკვდავი და უბრალოა სისადავის ზნე უცვლელი - თვის შემეცნება გულში შობს სულების მკურნალ მედიკოსს, ცოცხალმა უნდა ზნეობრივ ეთიკის თესოს ნათელი და კაცობაში ემსგავსოს მეცნიერ აკადემიკოსს... ღვთიური და ჭეშმარიტი სხვა სამყარო ელოდება - უკვდავების რწმენა არის იმედის თეთრ სიმაგრეში, კლავს ჯოჯოხეთს - სამოთხეს შობს და განწმედა ეწოდება - ნაბიჯს გულის სიმდაბლისკენ სულის მარად სიმაღლეში... მოახდინოს თვის არსების და ფიქრთ სრული ლუსტრაცია - ინსტიქტების და იმპულსის შეისწავლოს გენეზისი, გული უნდა ეზიაროს საღმრთო ინი'ციაციას - გაიაროს გამოცდა და განიცადოს თეოზისი... მოიპოვოს სინდისის ხმით სამეუფო უფლებები - აღავლინოს უნდა რწმენით თეთრი ლოცვა სინანულის, ფენომენურ ტალანტებს ფლობს კაცის სული და გენები - მისი სუნთქვის გასახსნელად არს ენიგმა სიყვარულის... - აბიჯებ სიმსუბიქეში და დიხარ ბრწყინვალებაში - მარადისობის ფერების ღვთაებრივ ხედვით იწვიხარ, ცხადია მწველ და ცეცხლოვან სულიერ სრულქმნილებაში მძლე სიყვარულის სუფევით სრულ სიმშვიდეში იღწვიხარ... უსაზღვროა აბსოლუტში შობილთ მზერა ათასთვალა და სულის მნათ ბუნებისთვის ყოველივე ცნობილია, ამოლამბოს ქაოსები შემოქმედ მზის ცეცხლის ძალამ - უნდა გულის სიწმიდეში მიაღწიოს იდილიას... მარად უცვლელ და იგივე სიყვარულის მგრძნობად სულის - ფერთა მუდმივ გრადაციულ ხედვით წვა და ცეცხლის განცდა: უკვდავების სხივთა მნათე ცათა ციურ ცის სისრულის - ვინც შეიცნო სიკეთის მზე გულით ყველა საზღვარს გაცდა... მიმდევარი უსამართლო და ეშმაკურ გზების ნებას - ჯოჯოხეთის კლანჭებისგან მზვაობრობით თავს ვერ იხსნის, სიყვარულს და სასუფეველს - დიდებას და ამაღლებას - თეთრი სიბრძნის უჩინარ ტახტს - შეწვდებიან ვერ უღირსნი... შვილთათვის წუთისოფელის მარადის მიუწვდომელი - მსოფლიურ ცოდვის უღელის გადამგდებ სულით მომავალთ: ოდითგან ამაღლებული დიდების ტახტი მოელის - შავ ბოროტების ბუნების გველეშაპებთან მორკინალთ... გონების სულის გულისა სიყვარულისა არულში - მეს გარდასახვას მოყვება - სამების გაერთარსება, ნათლობას მიწის: ცეცხლში - წყალში და ქარულში - აციერება მოსდევს და სამოთხედ გაუკვდავება... --- აუღებელ ბასტიონად და გოდოლად აღმართული - მეცხრე ცის ლურჯ მწვერვალიდან იდუმალად მგრვინავი ხარ, მტერს პირდები აპიკალიპსს მებრძოლი ხმალ შემართული - უკვდავებავ სიყვარულის სამყაროთა გვირგვინი ხარ... - გულის სიღრმის უფსკრულების და სულიერ მწვერვალების - მეცნიერი შემოქმედი იწვის სრული ბრწყინვალებით, ყველგანმყოფი ხედავს ყოველს უზენაეს თვის ძალების - ასათასჯერ მზეზე ნათელ ცეცხლოვან და ლურჯ თვალებით... ასპეტაკებს რას ეხება თვისი სულით ყოვლადწმიდა - ცეცხლოვანი და მწველია - უმანკოა თეთრი კრავი, არწივ-ლომ-ხარ ანგელოზურ მზის მუზარადს თავზე იდგამს - სულზე ლურჯ ცეცხლ ფრთაასხმული მეომარი იგ უკვდავი... მი გული ტაძრად იგულოს ბედის მწერალმა ინება - ციურ სარკმლიდან სხივები ნოტებად სულს ეფინება, ერთიან სამყაროს სულის მდინარის ვუსმენ დინებას - მე არაფერი არ ვიცი (!!!) - მზიურ წვით მეწერინება... კაშკაშა ცეცხლის ცისკარი - ვარ ელვის გამო'ბრწყინება - აღმოსავლეთის კიდიდან კიდეგან დასავლეთამდე, მი ნათელში განვანათლო სამყარო და ღვთის ქმნილება - მიწერია რომ ვანათო ქვეყნის და'სა'ლიერამდე... ეშმაკურო სიბრძნევ ქაჯთა მარადიულ ცეცხლში დაგწვავ - ცბიერებავ გეშინოდეს ჩემი რისხვით გავეშების, მცხუნვარებით გადავადნობ ჩრდილოეთის მყინვართ კამკამს - დროა ყველა ქართულ სულში სიყვარულის გამეფების... - სულს კიაფობს შემოდგომა ფრთაოქროსფერ სხივთ ციმციმით - ოქროს ღრუბლებს მორეკავენ სამხრეთიდან პასატები, ღრუბლის კიბეს მივუყვები და მარად ბავშვს მზე მიცინის - მელის ზეცის ლურჯი ჰოლი და ცისფერი პალატები... ვაფრიალებ ანგელოზი გამარჯვების ფრთათეთრ დროშებს - მთვარეულის მთრთოლი ფრთებით ვფრინავ ოქროს დარბაზებში, აკაშკაშებს უკვდავება ცადაწვდენილ ბროლის კოშკებს - ქრიან ნაზი ზმანებები მზის ბრწყინვალე სასახლეში... თეთრი სულით მოელვარე ლაჟვარდოვან ფრთების მქონე - ოქროს ქნარზე ჰანგებს თოვენ ოქროსფერი ამურები, იადონი გალობს ლაღად და სინაზით გულს იმონებს ჯადოსნური სიმღერა და მზისფერ ნოტთა ამბორები... ოქროს დარბაზს ვერცხლ ჭაღების ვერცხლ შანდლებში ანთებული - ოქროსფერად აელვარებს თეთრ სანთლების შუქთა კრთომა, აქ ოცდაოთხ ოქროს ტახტზე ხუცესებად ბრძანებული - ასამართლებს საუკუნეთ მეფე ქრისტეს თეთრი სხდომა... --- იდუმალსა ხილვებს ვთოვდი ჯვრის მტვირთველი იდუმალი - ვხატდი ღვთიურ სიმბოლოთა მელოდიურ ინტეგრალებს, უმზერშიგან იმზირება შინაგანი სულის თვალი - უკუნითი გამის ვისვრი მუზიკალურ ინტერვალებს... თვალუწვდენელ მაშტაბების მრგვალი რკალის მისტერიებს - ზესთაზეურ ნების ძალით გაცდენილი ლურჯ სამანებს და უნივთოდ შელექილი უსაბამო მდინარეებს - ქუხილის ძე ვქუხვარ სულით და ვაჭენებ თეთრ მუსტანგებს... სულში ფრენს მარადისობა თავისუფლების თეთრ ფრთებით - ყოველივეს ვარ მფლობელი ღარიბი სიკეთის შვილი, ის ვის ერთ გამოხედვაზე ცვილივით დნებიან მთები - ეს ხილული ჩანს სამყარო მის სულთან როგორც წერტილი... უნივერსუმს შევცქერი და აბსოლუტი ღმრთის გონია - განფენილი ყველაფერში აქ რომ მართავს ყოველივეს, სასუფევლის ნაზი სიოს მქროლი მესმის სიმფონია - ანგელოზთა სულებს ვხედავ წმიდა წყლებზე მოლივლივეს... დროის საათს გავუჩერე ციფერბლატი მოჩვენების და შევერწყე ერთიან სულს უკვდავების ფრთებით მსუფევს, ამ ქარვისფერ წიგნში ვპოვე საუკუნო მოსვენების - აპოთეოზს მირქმული წვა - უჟამობის თეთრ მეუფემ... --- ანთია ნათლის მხედარის მეფეთმეფური ხატება - ელვარებს უთქმელ სითეთრით უკვდავი ძე ღმერთისფერი, ვარსკვლავთა სამეუფეოს უცეცხლოვანეს ღმრთაება - მთოვარე მზემ სამყაროეთს შეახო ფრთა ცეცხლისფერი... მეხთამპყრობელი მარჯვენით ყოვლისა შემძლემ მოზიდა - გასტყორცნა ოქროს მშვილდიდან მომწვანო ელვის ისრები, ყოვლადმოწყალე მარცხენით ბრილიანტები მოფანტა - მოთესა ქართულ ვაზებით ელისეს წმიდა მინდვრები... - ოქროს თასით სვამს ღვთის სიტყვის ცეცხლოვან მზის საწნახელში - დაწურულ სისხლისფერ ღვინოს ნაგვიანებ ლურჯ მტევნების, და სიწმიდით მწველ სიმღერის გალობით დაჰქრის სივრცეში - მზეთამზე ქრისტე ცეცხლოვან აპოკალიპსის ცხენებით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი