სონეტი 12
სანაპიროზე იჯდა ბავშვი და მზის სხივთ კოცნას ხატავდა გრძნობად რომელ სულში თრთოდა საოცრად, ცად მცურავ ღრუბელს უცებ ნაზი შეაწყდა ლოცვა და ნაზ წვეთებით დაათოვა ბავშვს ტრფობა მორცხვად... ოქროს დაისმა ოქროსფერი თმები დაწნული - სხივთ ჩანჩქერებად ნატიფ მხრებზე ჩამოიშალა, ზღვაში შევიდა ნაზ ნარნარით იგ მზე ქალწული, სულლივლივა ზღვა აღელდა და ზღვა შეიშალა... ოქროცურვილი ნათლის მთოვი ცეცხლის ალები - მეწამულისფრად მზემ მოფინა სივრცეს და ღრუბელს, ზღვამ გულს ჩაიკრა ქალწული და ბაგეტალღების ნაზი ალერსით დაეწაფა მის სხივთ მთრთოლ ტუჩებს... ატანდა სიოს ბავშვი მზისკენ ცისფერ ამბორებს - იმედით რომ მზე ზღვას აისით მიუამბორებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი