სონეტი 13
ერთიც მსურს გითხრა ამორძალურ სულის გავაზავ - შენც დაგატყვევებს - სიყვარული მოდის ანაზდად, "და შეიძლება შეგიყვაროს კვლავ გულლამაზმან, მაგრამ ვერავინ შეგიყვარებს ჩემზე ლამაზად"... სულ სხვა სიმაღლე დაგანათლა ძალმან ძლიერმა და სიყვარული განგადიდებს მწამს სულიერად, სწორ სვლებით იქნებ მართლაც განთოს სულმშვენიერმა - "თუმც ვგრძნობ რომ ვერვის ეყვარები ჩემზე ძლიერად"... ალბათ აგშანთავს და როს იცნობ მის სულში არწივს - შემოეხვევი სატრფოს ყელზე უსურვაზ ვაზად, თუმც დროთა სვლაში იგრძნობ ისევ რომ ქვეყნად არვის - ძალუძს უყვარდეს მი გულის ცის მნათ ღმერთზე ნაზად... არამიწიერ სიყვარულის დედოფლად დაგსვას - ო არვის ძალუძს გაგაღმერთოს მი სულის მსგავსად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი