სონეტი 14
ვტრფობთ მთელ არსებით სულის გრძნობას და იმ ერთადერთს - ვის მონატრების სევდა ფიფქავს ჩვენს გულში მარად, მიჯნურნი ლტოლვით ოდით ვეძებთ ალბათ ერთმანეთს და სიყვარულის ცას შეწირულ ჯვარცმულ მზეთ ვჰგავართ... ზეცით ვიწვით და სხივებს ვაფრქვევთ მთელ სამზეოეთს და ფიქრებს ვატანთ ფრთანაზ კოცნებს იმ სამოთხისკენ: სად ღმერთში ჩვენ გზათ პაემანი ორ სამყაროეთს - ოდესმე თრთოლვით მიიზიდავს ერთმანეთისკენ... ოდეს გიპოვი მარად სატრფოს მივწვდები ლაჟვარდს და უკანასკნელ სიყვარულის სუნთქვას ავართმევ, მერე მოვალ და მზით მყვავ მი გულს ვით სისხლისფერ ვარდს - ღვთიურ ცეცხლით მსუნთქ უკვდავ გრძნობის ნიშნად მოგართმევ... მანამდის გნატრობ არწივესა ნაზ მი ამორეს და ლოცვებს ვატან შენ გულისკენ წმიდა ამბორებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი