მინდა გითხრა


მაჯადოებს ბრწყინვალება - ე მაგ ოქროსფერი თმების;
მინდა გაჩუქო საფრენად -"მიწიერ ანგელოზს" - ფრთები...
ზეცად, სადღაცშორს, ღრუბლებში, მივყავარა შენზე ფიქრებს,
ეგთვალები, ეგტუჩები, უნაზესსა თოვენ ფიფქებს...
-
"მოფრინავენ ფანტელები, მოფრინავენ შორიდან";
ისებარდნის, ისებარდნის, სიყვარული მომინდა...
ტრფიალებით ვიღრუბლები, მალე ალბათ იწვიმებს,
და დაცვივა ცის ნოტები - წვეთებად - სულის სიმებს...
-
მსურს უმანკო და უბიწო სიყვარულად დავიღვარო,
რომ იმერთადერთთან ერთად უკვდავების შეგვსვა წყარო...
-
მაჩუქე გულის ღვთაებამ მზის სხივები სახატავად,
მიმკურნალე რადგან არის მი არსება შენით ავად...
-
შენი სახის სისპეტაკე ფიფქებს გამოესახა,
"როგორ მსურდა ჩემი გრძნობა უკეთ გამომეხატა"...
-
როგორ მსურდა ამ ახალ წელს, შენთან მოვსულიყავი,
გულო კიდევ გაუძელი, გთხოვ მომთმენი იყავი...
ჩემო კარგო, ჩემი სატრფო - მზე - ნაზი და სპეტაკი -
იცი როგორ მინდა გნახო,თუმც შორიდან შეგნატრი...
"გნახო, გითხრა, უშენობით,როგორ ვევნე და ვეწამე",
რომ უსაზღვრო მონატრების ძლივს დავძლიე შავი ღამე...
მსურს გითხრა, რომ მიყვარხარ და უსასრულოდ სევდიანი -
ვძლიე ყველა დაბრკოლება: - გიპოვე და შეგიცანი...
ღვთაებრივად მშვენიერი გიპოვე და შემიყვარდი,
შემიყვარდი როგორც ღმერთს და ბულბულს უყვართ სულის ვარდი...
-
ნახე, რა ლამაზად ბარდნის, ტრფობის ძალა შეიცანი?
სული მყოფი მიღმა ფარდის,ნუთუ ისევ ვერ მიცანი..?

13-01-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი