სონეტი 15


სრულქმნილებისკენ მიმავალ გზას თავის სათქმელით -
გულის ტკივილით და ცრემლების სუნთქვით ამცირებს,
და ჭრილობიდან მჟონავ სხივთა თეთრი ნათელით -
სულში აყვავებს თურმე გრძნობის ცისფერ ყვავილებს...

წამს მხოლოდ ფრთათეთრ ანგელოსთა სათნო ღიმილის
და გულის სადაც სინაზით მნათ ცეცხლის რიტმია,
უკრავს მუზიკას და მეტრფეა მუზის სიცილის -
ცის მზის სიმღერა სულის ქნარზე მთოვი რითმია...

ცით რომ მოვიდეს ნატვრის სული ფრთაებშესხმული
და მოგიტანოს სიყვარულის სხივთ ამბორება,
ნუთუ უშიშრად დაუხვდები ტრფობით შემკული
და ფრთაწითელ ვარდს არ შეგრცხვება მისი ფერება?

განდიდებულის მარადიულ ნათლის ძალაში -
არ გეშინია ღვთიურ გრძნობის ცეცხლთან თამაში?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი