სონეტი17
ანგელოსების ამოკოცნილ მომნუსხველ თვალებს - მიჯნურის თვალებს შვენის ცრემლის მარგალიტები, ო სული მარად ელის მდუმარ მეცხრე ცის ზარებს - როს მზიან ღამეს უგალობენ გალაქტიკები... იქ ლურჯი ზეცის ნაზ სიმშვიდის ოკეანეში - ლურჯ წყლებზე ცურავს წყვილი მსხდომი ოქროსფერ ნავში, და უნაპირო სიყვარულის გრძნობების თქეშში - სატრფოს თოვლისფერ თითებს კოცნის მარადი ბავშვი... უსასრულოა მათი სულის ცისფერი გრძნობა - უყვარდეთ მარად სიხარულით ერთურთის მზერა, იმათ თვალებში ყვავის თრთოლვით მარადისობა და ერთმანეთზე გადამბულა მათ გულის ძგერა... მათ შორის დაჰქრის ძე იგ ქრისტე ნაზ სიყვარულად და სამების მზე ერთი სულით ნათობს ფარულად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი