სონეტი 18
გრაცია მეფა პოეტესა და ამურესა - ყვავი ოცნების მზე დედოფალ ფრთაწითელ ვარდად, ო შემიყვარდით ამურს მუზავ ნაზი პრინცესა - მწვავს თქვენი გული გაფურჩქვნილი გრძნობათ ლაჟვარდად... სული მიჯნურის - მი მგალობელ ამბორმთოვ ქნარის - მთრთოლ ჰანგით ვადნებ მა ალუბალ ბაგეთ მწიფესა, არ მოგეშალოთ ცაზე ფრენა ფრთათა კამარით - სულით ანგელოსს და მზერამწველ ნაზ არწივესას... მზის ოქროს მშვილდით გატყორცნილი ცეცხლის ისარი - ქრის სივრცეებში და დაგეძებთ თავის სიყვარულს, ოდეს გიპოვით გულში იტყვის ის მი ცის არი და სულს დაგაჩნევთ ნაზ ალერსთა მზის მწველ სხივთ არულს... თვალები თვალებს და გული გულს მიეტოლება და ამღერდება ფრთებთან ფრთების სულთ ამბორება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი