"მზეო მარიამ"
იქ სადაც ცათა გალაქტიკური მნათ ვარსკვლავების ყვავის ბაღები და ლაჟვარდების ხეივნებია სილურჯეებში გადაწყვეტილი: ზიმზიმებს თაღი ცა-კოსმიური რომელს თავს ადგას ცისკრის მთიები - რომლის მიღმიერ მოჩანს ცათა ცის - მწვერვალი თოვლით გადაპენტილი... ოქროს ღრუბელი ღვთიური ხილვის თვალებში მათოვს ოქროსფერ წვიმებს და ვხედავ მნათე ფრთათა ამბორით კავკასიონის მყინვარ გვირგვინებს - ნათლით მგალობელ ასათასსხივის ვერცხლისფერ ბრწყინვით ვით აციმციმებს და ვგრძნობ რომ ციდან შვებული ჯვარი თეთრ ეკლესიას დააგვირგვინებს... - გუგუნებს მწვერვლად ჯაჭვებახსნილი გული ფრთათეთრი კავკასიონის - გრგვინვით მქუხარე ჰანგთა გალობით იღვიძებს სული გალაქტიონის, ლეგენდარული თეთრი რაშებით კვეთა დიადმა ცა ორიონის - ცით მოგელაობს მეფეთამეფე გივარგგიორგი ბაგრატიონი... გარს შემორტყმია ცეცხლოვან ნოტთა მუზიკის მთოვი მქროლვარე ქარი - მიუძღვის წინ და უკან მოჰყვება ქათქათ ღრუბლების თეთრი არმია, სიოს სინაზის სუფევით მქროლვარ ქარს ხელთ უპყრია ფრთიანი ქნარი და სიმთ მაგიურ მღერებით ჰყვება უკვდავი სულის ციერ არიას... - სული ქართული - ქრის თეთრი ქარი და ცას ახატავს მზეთამზის მზერას, მთვარე ათოვს სხივთ სივრცეთა ლაჟვარდს, წყალზე ციმციმებს ზეცის ხედები, ზეციურ ნოტებს თოვს ღმერთის ქნარი და სიყვარულის ისმის სიმღერა, ბაღში ბულბული უგალობს თეთრ ვარდს, ტბაზე ცურავენ თეთრი გედები... ასიათასი სხივით ნთებული ზეცაზე იწვის მზიანი ღამე - გალაქტიკური გალობს ტაძარი - მზე მარიამი მშვენიერია, ათინათებით გაბრწყინებული და წმიდა სულით სხივმოკამკამე - დედა ღვთაების შობის ზღაპარი უკვდავ ღმრთაებას დაუწერია... - ზღვის გულის ღელვა - მწვერვალთ ფიქრია -მთვარის ამბორი - ცის სიზმარია: ო შენ დიდების მზიურ სხივთ ბრწყინვა ფრთაკეთილ სულთა მომღიმარია, სიფაქიზეთით გული მთვრალია - სულ რომ ციმციმებ საოცარია - იისფერ ფიფქებს თოვ რა ხანია - იბრწყინე მარად მზეო მარიამ... შენს შეუსადარ მშვენიერებას და ღვთაებრიულ შენს სილამაზეს - სასწაულთმთოვარ შენს მზიურ სახეს და უსპეტაკეს სულს უუკვდავესს: შენს უსაოცრეს ღვთიურ ბუნებას და ყოვლადწმიდა გულის სინაზეს - მარად დიდება - შენს წმიდა სახელს - მარადიულს და უუდიადესს... გშვენს მზეთუნახავს მზის შარავანდი და ოქროსფერი თმები დაწნული - გამოსცემ გულით იისფერ ნათელს და შეუწველი შენ მაყვალი ხარ, ზამბახსამება სულშროშანვარდი მარად ბრწყინვალე წმიდა ქალწული - სიყვარულის ცის მზეთამზე მნათე და დედოფალთა დედუფალი ხარ... სასუფეველის დაჰქრიხარ სულით თავისუფალი ვითარცა ქარი - მარადისობის მნათ სიხარულის უბრწყინვალესი ნათლის ცისკარი, შენი მშვენების ტყვექმნილი გულით ავცამზევდი და მოვმართე ქნარი - მე შენ გიწამე და სიყვარულის ასიათასი გავაღე კარი... გულის სამოთხე გამიჯნურებულ თოვლის ფიფქების ალერსით ყვავის და მოზიარე არის არსება წმიდა ხარების სიხარულისა, თვით ღმერთი გეტრფის სულგაბრწყინებულ მარადისობის უჭკნობსა ყვავილს - წმიდა სულისა წმიდა ხატებავ ხატხარ ღვთაებრივ სიყვარულისა... საოცარია და სასწაული სულმოიისფრო ფიფქთ მწვერვალებით - მთოვარ სინაზით მზეზე მწველ ფრთების და ამარტისფერ მნათ დიადებით: ტურფა მშვენებით ქალღმერთ ქალწულის და მიუწვდომელ იდუმალებით - ოდეს მოდიხარ და მზედ ენთები უჩინარ გრძნობად გამოცხადებით... სულისშემძვრელი სიმშვიდე ბრწყინავს შენს სულიდუმალ სილამაზიდან და მზეზე ელვარ ღვთიურ თვალების - უნაზეს მზერით ვის მიანათებ: ვის ძალას მიცემ და გრძნობით ვინაც ცათა ცის მწვერვლად ჯვარი აზიდა - წვად და მიჯნურულ ოქროს ცრემლების ნეტარია ვის თოვად აანთებ... უკვდავების მზე თეთრი სამების გულის იდუმალ თეთრი ტაძარის - სიღრმეში მსუფევ მყვავ მეცხრე ცაზე მქროლვარ ქართ ანთებ ფრთათეთრ არიას: ნეტარ სიმშვიდით ნაზ გარინდების ზე ემოციის მშობი ზღაპარი - სისათუთე და სრული სინაზე - შენ ფრთათ შეხება თრთოლვის ზარია... ბაგემგალობელ - მი სულის ქნარის სიმებს ეხები ოდეს - თითებით - თოვ სასუფევლის უთეთრეს ფრთიან სიყვარულის მფიფქვ უცისფრეს ჰანგებს, ო ამღერება ოქროსფერ არფის მწვავს უნაზესი ცათა მითებით - მზეო მარიამ ცრემლები თრთიან და მელოდია ფიფქების მანთებს... ფრთათა ამბორით დაშანთულ სულით ნაზ ტრფიალების სუნთქვით ვენთები - ო რა მწველია მზიურ ფერების სრულ სისათუთით განცდა ციურის, სიყვარულის სულს არსებით რწყმული ცისფერ ცრემლების სინაზით ვდნები - ოდეს მოდიხარ და გულს ეხები მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური... ვთრთი ვით ამური და მსურს რომ გიძღვნა რითმებით მყვავი ეს თეთრი ვარდი - მზეს რომელ ბარდნი სიყვარულის ცით იისფერ ფიფქთა იისფერ ლაჟვარდს, შეავლე თვალი დედაო წმინდავ მიღმიერიდან ფრთალურჯი ფარდის - შენს საქართველოს შენდამი მოძღვნილ ამ უკვდავების ფრთაებით ნავარდს... შეარტყი რკალი მნათ შარავანდის და დაე მიწვდეს ღვთიურ სავსებას - ამოუბრწყინე სულში მთიები - მზევ გგვედრი შენი ერთგული მონა: ნათელი სახის თეთრი რაინდი მუხლმოდრეკილი შეგთხოვ ღვთაებას - ადევნე თვალი და ნაზ ფრთაებით დაიფარე მი სულის მადონა... როგორც კრისტალურ ციმციმით ნთებულ თეთრად ქათქათა თოვლში გაშლილი ლურჯად ზიმზიმა ზამბახების და სისხლისფერ ვარდთა სიელვარეთი: ეგრეთ ოცნებით გადათოვლილი და სიყვარულით ფრთაებგაშლილი - მი სიცოცხლის გზა ზღაპარია და მწვერვალთ შარავანდთ სილაჟვარდეთი... მათოვს სიმშვიდეს ნატვრა ციური და ნაზ ოცნებით ვარ დადაღული - სულს ნეტარების მუზიკად თრთიხარ თეთრი ედემის ნაზი არია, ამურთამური მიჯნურთმიჯნური თეთრი მეუფის გიგალობს გული: სიყვარულის ცის სინაზის მზე ხარ - დიდება შენდა - ავე მარია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი