მი თვალებს უნდა
აისურ სხივთა წამწამთ ხამხამით ნაზი თვალები მზემ აახილა - და მთრთოლვარ სივრცეს ღიმი რიჟრაჟის ასათასხივად გადააფინა... ნამის მარგალიტთ სუნთქვით ციმციმა - არემანმც მნათეს მიუღიმილა, და აგალობდა ნაზი გვირილა: რა ლამაზია სამოთხის დილა... ვერცხლისფრად კლდეზე ჩამომდინარე მზის სხივთ ციაგში ჩანჩქერის შვება, რა ლამაზია მთები მდუმარე და თოვლილ მყინვართ აკიაფება... ოქროცურვილი სხივების ცურვა და მზის ამბორი უმხურვალესი, ჰაერს მქროლ სულის ფრთანაზი კოცნა - რა სათუთია სიოს ალერსი... მწვანე კაბით მკულ მწვავ სილამაზის - მყვავი ქალღმერთი გავს ნაზ ოცნებას, უჩინარ გრძნობას თოვს ცა სინაზის და სული უთრთთის დედა ბუნებას... ნაზი ატმები და ალუბლები ყვავიან კეკლუც ქალწულებივით, თეთრი კვირტებით მკული კაბებით - ხეები თრთიან პატარძლებივით... ფრთათეთრ კალებსა და კამელიებს - ორქიდეებს და ედელვაისებს: ნაზ ლოტოსებსა და მაგნოლიებს - ათოვს მზე ნაზად ფურჩქვნის აისებს... იათ, კესანეს, შროშანთ, ზამბახის, ყაყაჩოთა და ქრიზანთემების: რა ლამაზია ედემის ბაღის ველები ყვავილთ ცისარტყელების... ჰაერში დაჰქრის ნაზი სურნელი აყვავებული იასამნების, მოლიკლიკებენ ნაკადულები - ზეცას შესტრფიან გეორგინები... წვდებათ ბღავილი მიჯნურ ირემის და მორცხვად თრთიან ნიამორები, მზეს უმზერიან მზესუმზირები - ვარდთ უგალობენ იადონები... ნაზ ბეღურების თბილი ჟღურტული და შეყვარებულ სივრცის სულისა: სიცოცხლის სუნთქვის ნაზი ჩურჩული - აქ საოცარი ისმის მუსიკა... მერცხლის ჭიკჭიკი - შაშვის გალობა - ნაზი ღუღუნი ლამაზ გვრიტების: არეს ედება ღვთიურ წყალობად - ნაზი სიმღერა ფრთანაზ ჩიტების... ფრენენ ნოტები ნარნარ სინაზით - ზესიმფონიურ ერთიან ლოცვის, ფრთები უშლია ზე სიფაქიზით - ჰქრის ჰარმონია და ყოველს ჰკოცნის... მზე ფიფქავს სათუთ სხივთა ფანტელებს და ალერსს ათოვს ბუნების ნაზ სულს, პეპლების გუნდი თავს დაფარფატებს - ამ დღესასწაულს სამოთხისეულს... სივრცეში ჩუმად ფრენს სიყვარული და ქნარზე უკრავს მაგიურ ჰანგებს, თრთის ირგვლივ წამი ზე საამური - რომელ სულს ბანგავს და გრძნობით ანთებს... ციდან ისმს ყეფა არწივ მეფეთა - ღრუბლის ფთილებით ცა გადათეთრდა, ფიქრი ანგელი შემომეფეთე - გულმა შეგიგრძნო და აცამღერდა... ედემალური მესმის არია - გული გიგალობს უნაზეს ყვავილს, ჩემი ფიქრების სვლა რომ არია - ეს ის ვარდია - შენში რომ ჰყვავის... ქალწულებრივ სულს და მორცხვს ბუნებით - მოგეამბორო სულის ძალებით: გრძნობებით გწიო ქათქათ ღრუბლებში - თავბრუ დაგასხა მსურს ნაზ ალერსით... სულის ალერსის ის არეალი - ლაპარაკობენ სადაც თვალებით, შემოფეთება მზერის ციალის - მიყვარს საოცარ იდუმალებით... ო მე მომნუსხა მწველი კამკამით - მოზმანებამ შენ მწვანე თვალების, ამართვი გონი წამწამთ ხამხამით - ტყვე შევიქენ მა მზერის ალების... საიდანმც თითქოს ლამაზი ბავშვის - მიცქერის სული ცრემლივით წმინდა, მსურს აგიხატო ოცნების ბაღი - შენ ნაზი გულის ფერება მინდა... ათლილი ყელის, რძისფერი მხრების, შენი შემყურე მე სულით ვთბები, მე ძლიერ მათრობს ეგ შავი თმები, შენთა ბაგეთა ამბორით ვტკბები... ლამაზია ცის აციალება და მზიურ სხივთა ალაჟვარდებაც, მაგრამ მე მხიბლავს მწვანეთვალებავ შენ ნაზ არსების ნაზი სახება... ნაზ გვირილების გიქსოვ თეთრ გვირგვინს და მსურს თავს გადგა ბავშვურ სიცილით, მთვრალი ოცნებით და მზიური წვით - გხატავ ანგელოსს და ნაზს ამ დილით : ამ სამოთხეთის მყვავ ყვავილებთა ეს ფიფქ-ფიქრების თაიგულ-გუნდა - მი მგალობ გულის გრძნობებთან ერთად - შემოგაფანტოს - მი თვალებს უნდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი