სონეტი 20
შუამავალი თეთრი სული თეთრი მესიას - სულში თარეშობს თეთრ რაშებით მქროლვარ ქარებად, შენს ანგელოსურ ფრთათეთრ სულის თეთრ ეკლესიას - მი გულის ღმერთი მოსდგომია ცისკრის ზარებად... მეფავ ეგ შენი ღვთაებრივი სულის ხატება - მსურს მოვილოცო და სამეფო თეთრი ლილია: მინდა მოვართვა სიყვარულის წმიდა ხარებად - სწორფერ წაწალის მა გულს რომელ ამოდ ქმნილია... სულს დაგეკონო სიყვარულის მწველ ამბორებად და ღვთიურს შევწვდეთ მთრთოლვარ ლაჟვარდს ფრთანაზ გრძნობებით: მსურს სულს შევაწყდე ოქროსფრთიან ნიაგარებად და გადავლეკო შენი გული მზიურ კოცნებით... ლოცვად ანთებულ გიკოცნიან მა მცინარ თვალებს - ვერსად წაუხვალ სულს მოსეულ მი გრძნობათ ჯარებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი