სონეტი 21


თლილი თითებით ათინათთა ფიფქვით მხატვარო -
მზე პოეტესავ *მი“გული“ხარ* თვალთა სინათლედ,
გულს თრთიხარ ზარად - დამდაგეო შეუსადარო -
ნატიფ სახეზე დაგციმციმებს მეგა სინაზე...

ვსვავ შენს თვალთაგან უკვდავების ანკარა წყაროს,
მაცოცხლებელავ მწყურიხარა - გკოცნი ბაგეზე,
გულს აჯადოებ მგალობ ჰანგით სულო მწყაზარო -
ვით სირინოზი მოყოლილი ოქროს ბადეზე...

წმიდა გრძნობები მამოძრავებს მი დონა ბელა -
თეთრი ვარდები ციდან მინდა თრთოლვით გიყარო,
მსურს ვიყვე შენ თვალთ სიყვარულით მანათობელა -
გოგონი მწყურის რომ დავიპყრო შენი სამყარო...

მი სულის გრძნობათ მსურს აგინთო გულს ლაჟვარდები -
მუზავ როდესაც მათ შეიგრძნობ შეგიყვარდები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი