სონეტი 22


ცას შელექილი სიყვარულის მარადისობა -
ლურჯ ზღაპარს უმღერს მზის და მთვარის ტრფობის ამბავის,
რომელ ნაზ ჰანგით სულს შეეხო და გულში შობა -
ბედნიერების ფიფქთ მთოვარე თეთრი ვარსკვლავი...

თეთრი ამური სულის ქნარის თოვს სიმებიდან -
რომ სურს მზე ყავდეს სულის სატრფოდ უკუნისამდე,
და მთრთოლ მუზიკად თვალების ცის ლაჟვარდებიდან
ცისარტყელას ხიდს დებს შორის გულთ მფიფქვარე ცამდე...

ოქროს ღრუბლიდან სულნი ფრთიანთ ციმციმ მღერიან -
მოდი ხე მოვრწყოთ მარადიულ სიყვარულისა,
მდუმარ ტბის პირას მოშრიალე ლერწამთ ლელიანს -
უგალობს სული იდუმალ ტყის მნათ ქალწულისა...

სულ-გულს უთრთოლებს ნიამორი მზიურ იერის -
ტყეში მომდინარ წყაროს წყალს სვავს თეთრი ირემი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი