ფრენა გრიგალის ფრთებით


სიკვდილზე გამარჯვებულ გოლგოთას ლურჯ მწვერვალზე -
სიყვარულით ანთია ლურჯი მარადისობა,
იბერთ სული მეტყველებს ქრისტეს ცეცხლის ენაზე -
ჯვრისმტვირთველთა გულიდან ბრწყინავს მართლმადიდობა...

ლურჯ მწვერვალზე ჯვარია მარად ხელაღმართული -
გადმოჰყურებს მაღალი მღვრიე ქვეყნიერებას,
ულურჯესი ბუნების ზედ ელვაა გაკრული -
რომელ მარად ანათებს ღვთიურ მშვენიერებას...

აფრქვევს უმანკო ღმერთი ღვთაებრივ ბრწყინვალებას -
ისმის ზეცით გალობა მირიად ანგელოსის,
ელის ყველა არწივულ ფრთათა აშრიალებას -
უკვდავებით დადაღულ მებრძოლ საქართველოსი...

-

მოსდგომია ფრთალურჯ მთას მეწამული ღრუბლები -
ღრუბლებიდან ანათებს იდუმალი მზეთამზე,
გრგვინავს გვირგვინოსანი და მქუხარე ელვების -
მეხისტეხვის ნათება თვალებს უკრთის მძლეთამძლეს...

საქართველოს ერთობის ღვთიურ ლურჯი ოცნების -
ლურჯი ჯვარი აღმართოს სურს კავკაზის ლურჯ მთაზე:
სული გალაქტიონის დაჰქრის ლურჯა ცხენებით -
მაგიური მშვენების გალაქტიკურ ლურჯ ცაზე...

ფრენა გრიგალის ფრთებით დიდი ხანი ეწადა -
უშვებს მძვინვარ ქარიშხლებს ბობოქარი სულიდან:
ცეცხლით სავსე ოქროს თასს სვავს და თვრება ზეცადა 
და მგრგვინვარებს მაღალი ლაჟვარდოვან ღრუბლიდან...

-

ლურჯ საუდაბნოეთში გაშლილ ლურჯ ოკეანეთს -
გიგანტიურ ხომალდით მძვინვარ ტალღებს მიაპობს:
ახალ ნოეს კიდობანს ჩუქნის საქართველოეთს -
იგი რომელიცა გავს ღმერთთან მებრძოლ იაკობს...

ფერადი ქარიშხლები თარეშობენ სივრცეში -
მძვინვარე ოკეანეს უკოცნიან ლურჯ ლაშებს,
იკლაკნება ელვები მეხის ტეხვით ღრუბლებში -
ზღვის ღელვა მაღლა-დაბლა კიდობანს ათამაშებს...

მოქათქათე აფრები შლილია ვით ფრთაები -
მძლე სუნთქვა ქარიშხალის მიაქროლებს გემს ზღვაზე,
წყალს მისერავს ხომალდი, ზედ ასკდება ზვირთები,
ბობოქარი გრგვინვა და ქუხილია ზეცაზე...

არც მუქლურჯი გრიგალი, არც ტალღები მძვინვარე,
არც ზღვის ღელვა მრისხანე, არც სუნთქვა ქარიშხალის,
არ აშინებს უშიშარს არც ელვები მქუხარე,
სივრცეს აბობოქრებულს უმღერის კაპიტანი...

ვის გულშიაც დაირწა სიყვარულის არია -
იმის სულში მეუფებს მარადი ჰარმონია,
სიკვდილის მას ეშინის ვინც ისედაც მკვდარია -
მებრძოლ გულით სუნთქვაა სიცოცხლის სიმფონია...

მიზანი ცხონება და სულის უკვდავებაა -
ვაჟკაცთა სიმამაცე სულიერი ჩინია,
რადგან სუფთა სინდისი გულით ამზეებაა -
ღმრთის წინაშე წარდგომის მართალს არ ეშინია...

სათნო უბრალოების სიბრძნეს მოწყურებულებთ -
ვინც მიელტვის არსებით საუკუნო დიდებას:
მხოლოდ კეთილი ნება სწამთ გულადიდებულებს -
ტრფობენ უცოდველობას და ასულიწმიდებას...

სარწმუნოების ერთგულ მარად მარლთმადიდებლებს -
კაცობრივი დიდების სიყვარულზე მლოცველებს:
ღვთაებრივის მთესველებს და სიწმიდის დამცველებს -
ღმერთი გულში ჩაიკრავს ძე მშვიდობისმყოფელებს...

ვინაც თავსა იმდაბლებს და ღვთის სამართალს ესავს -
ვინაც გულით იტვირთა ბოროტ საქმეთ მხილება,
ნეტარია ბუნებით ვინაც მოყვასს შემოსავს,
ღვთის შვილთ გაბატონებას თრთოლვით ელის ქმნილება...

სიმდაბლეს და ღირსებას შორის არს შუალედი,
ბოროტს არრა დავუთმოთ ღმერთის სულის წინაშე,
მაცდურების შერისხვად მრისხანებით გავხელდეთ -
გვაქვს უფლება ავმაღლდეთ და სიმართლე გვიყვარდეს...

თავისუფლების ღირსი ის არსს მხოლოდდამხოლოდ -
ვინც მარად მას ეძიებს - ვინც მუდამ მისთვის ბძოლობს,
მამაცთ უღიმის ბედი - წერს ყველა თავის სოლოს -
ზეცა იღება ბრძოლით - იცინის გმირი ბოლოს...

კეთილის და ბოროტის ვინც ნებას იმორჩილებს -
სწორუპოვარ რაინდებს - ვისშიც ყოლა ერთდება:
მარად სწამდათ მეომრებს - სტიქიასთან მებრძოლებს -
მხოლოდ იგი იმარჯვებს - ვინც აროდეს ნებდება...

ვინაც შეებრძოლება უსამართლო ძლიერებს -
ბოროტების წინაშე ვინაც ქედს არ მოიდრეკს,
რადგან უკვდავების ცას თავგანწირვა იმკვიდრებს -
ნეტარია იგი ვის - სიკვდილი მუხლს მოუდრეკს...

ვინაც ჯვარზე ამტკიცებს უზენაეს სიყვარულს -
ოქროსფერ სასუფევლის მეფე დააგვირგვინებს,
სახელები გმირების - ვინც ღმრთის ნებას წირავს სულს -
უკვდავების ზეციდან მარადისად იგრგვინებს...

გულით მართლმადიდნი და სიკეთის მოყვარულნი -
კურთხეულ იყავთ მარად - სიყვარულის მეტრფენი,
იყავთ ამ მცნების რწმენით იმედით მოარულნი -
ღმერთმა შეგაბათ სულის უშველებელი ფრთენი...

-

აჰა, გრიგალი ჩადგა, სიმშვიდე ეხო არეს,
სასუფეველი ელის სიწმიდით გადამთვრალებს...
აენთო თეთრ ღრუბლებში ნაზად ციმციმა მთვარე,
შორიდან ლაღ ბუნების სამყარო მოწვდა თვალებს...

მისერავს კიდობანი ლურჯად ლივლივა ტალღებს -
ციალებს ჰორიზონტზე ლურჯი ფერის ლაგუნა,
ზენიტზე მდგარ პალმებს და მარადმწვანე მწვერვალებს -
ცისარტყელა ადგას თავს და ცრის წვიმა შხაპუნა...
 
ცეცხლის ფრთენი უშლიათ ცეცხლოვან ქერუბიმებს
და იცავენ კარიბჭეთ ზეციური სამყაროს,
ნაადრევ სიხარულის არიდა გემი რიფებს -
მიადგა კაპიტანი ოქროსფერ სანაპიროს...

სულის უცქერს თვალები ოაზისურ ზმანებას -
ცას პორალურ ციალის ნათებები ევლება,
მწვანე ცეცხლი ედება ირგვლივ გაშლილ ბუნებას -
წინ ბრწყინვალე ედემის ნაზი ხედი იშლება...

პატიოსანი თვლებით ნაპირია ჭედილი -
სიოს ნაზი ალერსი და სხივთა ჰქრის მაგია,
სული ოთხივ სეზონის არს ირგვლივ განფენილი -
ზურმუხტისფრად მყვავ ხეებს ნაყოფი სულ აბია...

დღე და ღამე ერთმანეთს ჯადოსნურად შერწყმია,
მწვერვალზე მზე ანთია, დაბლობში კი მთოვარე,
ზემოთ ოქროს ნათელით მწვერვალები იწვიან -
ქვემოთ კრისტალში სმული ბაღებია ელვარე...

ცისარტყელას ზღვეების ყვავილების სანახებს -
ოქროსფერ ათინათით ზევიდან დაქათქათებს,
მწვერვალზე მოკაშკაშე ოქროსფერი სასახლე -
ჯადოსნური სხივებით არე-მარეს ანათებს...

გაბრწყინებულ სასახლის თორმეტ საძირკველთაგან -
მდინარენი იღვრება ოქროსფერ ჩანჩქერებად,
რაც ოდესმე მინახავს იმა სანახავთაგან -
ო ამ სანახაობას არარა შეედრება...

სიჩუმე უმაღლესი მუსიკის აკვანს არწევს -
ანგელთა ნაზი ნანა მიდამოს ეფინება,
ნეტარია მარადის ვინც იმ სიმაღლეს აღწევს -
სადაც სუყოველივე სიყვარულს ეფუძნება...

წმიდა არის სრულიად ზეცის საანგელოსო -
ვერ იხილავს გული ბილწთ ოქროს დარბაზს დიდების,
თორმეტ კარიბჭესთან დგას თორმეტი ანგელოსი -
რომ შეუშვან ქალაქში მხოლოდ გულით წმიდები...

ქალაქის ცენტრში ყვავის მისტიური ბუნების -
სიცოცხლის ხე - რომელიც თორმეტ ნაყოფს იძლევა,
მის ძირთგან უკვდავების წყარო მოედინება -
მხოლოდ ღირსეულებს აქვთ მისი შესმის უფლება...

-

აქ ყველას გულს ათრთოლებს - ნეტარ სულის ალერსით -
გრძნობათ თეთრი მეუფე - ყოვლისშემძლე ფრთაება:
ყოელთა სულის მნათე - ძალი უბრწყინვალესი -
ქალაქის მზეთამზეა სიყვარულის ღმრთაება...

იდუმალებით სავსეს და ბრწყინვალებით ბურულს -
ყოლა ექვემდებარებ მის ღვთაებრივ ბუნებას,
ოქროს ტახტი დიდების უკავია დიდებულს -
ყოელი სულიერი მორჩილებს მის მგე ნებას...

-

აბრდღვიალებს ყოვლისმჭვრეტ ელვარ თვალებს მაღალი -
მძიმეა ყოელთ მამას სატარებელი ჯვარი,
თვისსა სახელზე მეტად ადიდა სამართალი -
სუნთქვაა სიყვარულით ჭეშმარიტების ზარი!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი