სონეტი 23
ო არასოდეს ამაოსთვის მე არ მცალია - ქართველი მუდამ მას ვუგალობ რაც დიადია, მი მწვერვალთ მნათე იგ მაღალი მზე უფალია, რომ ვერ მიტევთ და ვერვინ მწვდებით ჩემთვის ცხადია... მი მქროლი სული რომ ბობოქრობს გრძნობით მარადის და ამურული მი გული რომ მუდამ მშვიდია, ვინც შეგიყვარეთ რომ გაღმერთეთ მეცხრე ცათამდის - რა მი ბრალია რომ მი რწმენა ასე დიდია... რასაცა მე ვიქმნ რომ არავის არ შეგიძლიათ - მი გზები მარად რეალობის ფიფქთ რომ ბარდნიან, რომ არ მიყვარდეს მოყვასი რომ არ შემიძლია - რა მი ბრალია ფიქრები რომ ცამდე ადიან... რა მი ბრალია ნამდვილ გრძნობით ვინაც დადიან - რომ ქართულ ზეცის დიდებისთვის ჯვარზე ადიან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი