სონეტი 25


ალაზნის ველებს ეფინება თოვლის ხავერდი -
იისფრად ბარდნის სულში ზამთრის თეთრი ზღაპარი,
მარადი ნათლით მოელვარე თეთრ ალავერდის -
თვალთ ელანდება ფრთაებშლილი თეთრი ტაძარი...

თეთრი პატარძლის თრთოლვით თოვა თეთრ მირაჟების -
თეთრ ცისარტყელას ცრის სამოთხის თეთრ ლაჟვარდებით,
თეთრი გიორგი ცაზე დაჰქრის თეთრი რაშებით
და მთოვარეა თეთრ მუზისთვის თეთრი ვარდების...

მქრთალი ჩურჩულით ლოცულობენ და ჟრუანტელთა -
გულში მართავენ ციურ სპექტაკლთ თეთრ ჟრიამულით,
რაღაც უსასრულ განცდას ბადებს თოვა ფანტელთა -
ო რა ნაზი და წმიდა არის ფიფქთ სიყვარული...

ღვთიურ გრძნობასთან იისფერი პაემანისა -
თრთოლვით მოდის დრო ქალწულ თოვლის ნაზი ტრფობისა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი