სონეტი 26
ნაზ სულის სუნთქვად გულს აენთო იდუმალებად - ლურჯ ღვთისმშობელის მოზმანება ნაზი და წმინდა, შემიყვარდა და ოცნების ცა ნახეს თვალებმა, ეს გრძნობით მწველი მირიადი იყო წლის წინათ... გულს მთრთოლვარ რწმენად - იმედი და სიყვარული - სიბრძნის უკვდავმა ფრთათეთრ ქალღმერთ სოფიამ შობა, მას მერე სულში თრთის სამება ცეცხლის არულით და დედოფლად დგას იისფერი მარადისობა... თეთრ ბულბულს მიყვარს წითელ ვარდის სულის წინაშე - გულმოამბორე გალობა და ტრფიალით თრობა, ზამბახ-სამ-ხალა მზით წვამ მასვა მთოვ ცრემლთ ზედაშე - თეთრ ლილიას და ფრთალურჯ იას ნაზ მიჯნურობად... ამთოვარებად სულის ქნარზე მნათ ცისარტყელის - მე მუქლურჯ ზეცის მწვერვალმ მარტყა გრძნობის სარტყელი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი