სული სატრფოს
მზიურ სიყვარულის ფრთათეთრ ანგელოსად დაჰქრის ზმანებებში უცნაურად სათნო, დაისისას ფრთანაზ ოქროს სხივთა თოვად და აისთან ერთად თვალებში მზედ ნათობს... ნოსტალგიურ წამად მოყვება ლურჯ ღრუბლებს და წვიმის ვალსს ცეკვავს და ბავშვივით ანცობს, დაორთქლილ მინებზე ახატავს სულ გულებს და უკვდავი გრძნობის გულს სინაზედ სახლობს... სხვა ლოდინით ეტრფი, სხვა სინაზით ფიქრობ, სხვა სიტურფით გწვავს და სხვა გრძნობებით გათრობს, ნაზ ოცნების ღმერთის მწველ სხივების სითბო - სხვა სიგიჟით გიყვარს, სხვა თვალებით ნატრობ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი