სონეტი 27


გარეთ ცა არეს წვიმის ვალსის ნოტებს უგალობს -
სულში თარეშობს თეთრი ქარი სახებით სატრფოს,
ნოსტალგიურ წამს ნაზ მუზიკის ჰანგით ვმკურნალობ 
და სინაზეში მცურავ სულით შორეულს ვნატრობ...

თეთრ ფრთების ნატიფ რაღაც ცოცხალ მწვავს ემოციით -
ქრის სულში ქარი სათუთი და საოცრად მორცხვი,
ვდევ მის მქროლვარ სულს უცხოდ შემკულს ნაზი გრაციით -
რომ თეთრ ალერსის ავათრთოლო უჩინარ კოცნით...

დუმს ქარი და მწვავ - მიღმა ლურჯი დუმილის ფარდის -
რაღაც უთქმელი გრძნობისადმი თითქოს თოვს ტრფობა,
ქარს ეცეკვება ცა წვიმის ვალსს და ფიქრი ბარდნის -
სულმოიისფრო ტურფა ქარის არსებით თრობას...

ქარს რას დაიჭერ თუმც უნაზეს იდუმალებით -
სულს ძალუძს იპყროს ჰაეროვან კოცნით თვალები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი