ქალაქს ფრთათეთრი ანგელოზების


ქალაქს ფრთათეთრი ანგელოზების
სევდა აფიფქავს და ოცნება წვავს,
ჰქრის სიყვარულის რომანტიზების
უუნაზესი გრიგალები კვლავ...

სუფევს სინაზის ჩუმ მწუხარებით
და სიყვარული დათრთის გულებში,
მზიანი ღამის ამურესები -
ნაზად ცურავენ ცისფერ ღრუბლებში...

ნარიყალას თვალთ ვიცქერ სიზმრებით -
მდუმარ ქალაქის ლურჯ ქუჩებს ძინავს,
რის აღარ მნახველ მუქლურჯ სივრცეში -
ნაზი სიჩუმის სული დაფრინავს...

ირგვლივ მკრთომარე ლამაზად ცეკვავს -
შუქები თითქოს მთრთოლვარ ოცნებით,
ქალაქში ყვითელ ვარდებად ელავს -
ნაზად ციმციმა ლამპიონები...

ვერცხლის ქნარიდან ჰანგთა მთოვარე -
რაღაც მიღმიურ აწვიმს სხივთ სალამს:
სიზმრებთ მხატვარი მთაწმინდის მთვარე
გადმოჰყურებს ცით მთვლემარე ქალაქს...

-

მთაწმინდის ცაზე ამზევებული -
თეთრი გიორგი ჰქრის თეთრი რაშით
და რომანტიზმის უნაზეს სულის
ღვთიურ ელფერს თოვს პოეზიაში...

საბედისწერო და ჩუმ ბრძოლაში
იბრძვის სულ მედგრად მოყმე ციური,
დავიწყებია გრძნობათ ქროლვაში -
მთელი სამყარო ამქვეყნიური...

სულის იდუმალ მშვენიერების
მცველად უდგია იგ ფრთათეთრ ტაძარს,
რომელიც უცხო ბედნიერების
უგალობს ქალაქს იისფერ ზღაპარს...

ქარიშხლებიან მწუხარებაში
იწვის და დაქჰრის ბობოქარ სულით,
და მარადიულ მქუხარებაში
გრგვინვად ყვავილობს პოეტის გული...

არ ცნობს მუხანათ ყოფას ქვეყნიურს
და წუთისოფლის კმაყოფილებას,
ეალერსება სულით ზეციურს
და ელტვის თრთოლვით სრულყოფილებას...

ეტრფის იდეალს და ჰარმონიას
და სასუფევლის იმ ცისფერ ჰანგებს,
რომელიც უკრავს ნაზ სიმფონიას
და მთრთოლ გრძნობებით არსებას ანთებს...

იგ თავს აფარებს უშველებელსა
მარადისობის რომანტიულ ფრთებს,
ვერავითარი მიწიერი ხმა
ვერ ავიწყებს მას ციურ წმიდა ხმებს...

ხმებს საკვირველს და ფრთებს უსპეტაკესს
და მზიურ თვალებს შეყვარებულის,
ღვთიურ გრძნობების ზე სიწმიდავეს
ეთაყვანება რწმენა მიჯნურის...

იგ ეტრფის ფიფქებს და ქართულ ცისკარს
და რომანტიზმის იმ ფრთათეთრ ქალღმერთს,
რომლის სინაზე საგულეთს კაწრავს
და ამიჯნურებს თვით ცის მაღალ ღმერთს...

-

სიყვარულის ცის რომანტიზების 
ლურჯი ოცნება აწამებს მნათობს,
ქალაქს ფრთათეთრი ანგელოზების
გრძნობა აფიფქავს და სევდა ათოვს...

გულგალაქტიკა გალაქტიონის -
ქნარით ვუგალობ ღვთაებრივ ნებას,
ქართულ სამოთხის სულთა სეზონის -
რომანტიზმს უმღერს თვითონ ბუნება...

ანგელოზთ მეფა ანათებს არეს
და თეთრ ოცნებად დადის ქუჩებში,
იგ მფიფქავი და ნაზად ელვარე -
თეთრი ღვთაება მკოცნის ტუჩებში...

გადამთვრალია სული დიდებით
და თეთრი სევდით გული მთვრალია,
ანთია ზღაპრულ ცისფერ ოცნებით -
ზეცა მშვიდია და მაღალია...

იგი ციმციმებს მზიურ მითების -
მოვარსკვლავული ფეერვერკებით,
ო მე ამ ცაზე მარად ვინთები
და მუზას თეთრ ვალსს სულ ვეცეკვები...

ლურჯი ლექსების თეთრ სამოთხეში
ვხედნი იისფერ გრძნობის ქარიშხლებს,
და საოცრების ცისფერ უბეში
სატრფოს გულს ჩაკვრა მუდამ მამშვიდებს...

თეთრი ქალწული თოვს თრთოლვას სულში -
მე - ქარიშხალი - ფიფქებთან ვცეკვავ,
თეთრი სინაზე ყვავილობს გულში
და სიყვარულის მძლე ზარებს ვრეკავ...

მძლავრი თითების კოცნით ვამღერებ -
თეთრ როიალის შავ-თეთრ კლავიშებს,
და გული ბარდნის ცისფერ ამბორებს,
და ველი ფრთები როდის აიშვებს...

ვხატავ გულების ფაქიზ სიღრმეში
თეთრ მწვერვალების ედელვაისებს,
ამური ვქრივარ უზღვრო სივრცეში
და ვისვრი ისრებს როგორც აისებს...

-

მთოვარის თოვენ თოვლის ფიფქები
რაღაც მაგიურ თავდავიწყებით,
და შენსკენ ფრენენ თრთოლვით ფიქრები,
მუდამ მახსოვხარ - არ მავიწყდები...

გრძნობის ფუნჯებით ავაფერადო
და თეთრ ცისკარის ცეცხლი დაგინთო,
გულით უნაზესს - თვალებ ფერადო -
მსურს სასწაული სულში აგინთო...

თეთრ ანგელოსად ჰქრიხარ ფიქრებში
და ყოველივეს ირგვლივ ანაზებ,
მეფე პოეტი მუზას გპირდები -
მე სულ გაჩუქებ გრძნობებს ლამაზებს...

მუდამ გიმღერებ სულის თეთრ სატრფოს,
რომ შენზე ფიქრი მარადის მათრობს,
რომ არასოდეს არა ვარ მარტო,
რადგან შენ ხარ და თეთრ ფიფქებს მათოვ...

ალბათ მოვა დრო და აცხადდები,
უკვდავს აანთებ თვალებში ტრფობას,
შეგვიყვარდება თოვა ვარდების
და ლექსთ მივუძღვნით მარადისობას...

ვიცი რომ მოხვალ სრული გაგებით
და თან მოიტან მუღამს და ხალისს,
ვფიცავ გიწამებ ღვთიურ განგების
ერთგულების ფიცს და მარად აისს...

-

რომანტიზმის ცის უკვდავ ავტორის
ნაზ იდეებით ცას ილოცვიან,
და მაღიმილებს უჩინ ამბორით
ოდეს სულები ერთურთს კოცნიან...

მო სიყვარულში ვანთოთ გულები,
თვალებში ვანთოთ სიმაღლე რწმენის,
ვიყოთ ერთურთის სასწაულები
და სულთ ვაჩუქოთ ძალები ფრენის...

რომანტიზმის ცა მზიურ ფიქრების -
უთქმელი თრთოლვით მუდამ ღვთიურს თოვს,
და სიყვარულის თავდავიწყებით
სულს თავგანწირვას და სიგიჟეს თხოვს...

სიცოცხლის სუნთქვა და სილამაზე
და სიყვარულთა სიყვარულია,
ჯვარს ეცვა რათა შობო სინაზე -
ეს რომანტიზმის მწველი სულია...

უსაბამოა და ფრთამალია
და მარადისად სიკეთით ყვავის,
მას დრო ვერ მოკლავს - ის ცოცხალია -
მათთვის ვინც შესტრფის სულიერ ყვავილს...

მის უკვდავ ბაგეთ ფრთანაზი კოცნა -
გაამიჯნურებს ნებისმიერ გულს,
იგ შეწირული გრძნობების კოცონს
რომანტიზმი შობს ციერ სიყვარულს...

ფრთაებჯვარცმული ეს ნაზი გრძნობა
იწვის ჩუმად და უსიხარულოდ,
უკვდავებას და მარადისობას
ვერვინ მიწვდება უსიყვარულოდ...

ჰქრის ლურჯ სივრცეში თეთრი ქარები
სიყვარულის ცის რომანტიზების,
აფიფქავს ფერი ჩუმ მწუხარების
ქალაქს ფრთათეთრი ანგელოზების...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი