ქართულ მეომრულ სულს


მარადისობის თეთრი ღმრთაება
უკვდავებისა თეთრ რაშებს ვხედნი,
მაგიურ ძალის ცეცხლის ფრთაება
ვაჭენებ ცაზე ჰუნეებს ბედის...

სულისა ქნარით ვუმღერ თეთრ ტაძარს
და მი სიცოცხლეს შარავანდს ვადგამ,
გულს სიყვარულის ვუსმენ ლურჯ ხანძარს
და ეტლში ბმულ ცხენთ მხნედ ვჭიმავ ლაგამს...

ჭექენ ქუხილებს, აწყდებ ელვები,
გრგვინვა-გრიალი ცვივათ ფლოქვებზე,
მგე დავგელაობ თეთრი მერნებით
აელვარებულ ფიქრის ღრუბლებზე...

მიმიძღვის წინ და უკან მომყვება
ღრუბლები როგორც თეთრი არმია,
თეთრი მხედარი სივრცეს ვუყვები
მეომარ სულის ციერ არიას...

სად ადიდებენ უკვდავ მეუფეს,
სად ბობოქარი მქროლვარებს ქარი,
სიყვარულის მზე სად მარად სუფევს,
იბერიაა თეთრი ტაძარი...

მართლმადიდებელთ მარადისობას -
უმღერს ძალები წმიდა სამების,
უძლეველია ქართველთ ერთობა -
ერთი ოჯახი ქრისტეანების...

და საქართველო - ღმერთების მამა -
თოვს ქართველების გულამზეებას,
რომელიც ანთებს მბრწყინვალე წამად
დიდებას სულის და ამაღლებას...

ყური მიუგდე ქართულ გულს მქუხარს -
მუდამ გახსოვდეს პოეტო ჯვარცმა,
სულის მხნეობად გექნება მწუხარს
დიადი გრძნობის მეფური განცდა...

ო, ქართველობა ძნელია მაგრამ -
სხივოსნებაა მნათ ვარსკვლავების,
ქართული რწმენა დიდება არის
მაცხოვნებელი გაუკვდავების...

მის ხერხემალი და გულის ძარი
ჯვარცმულ სიმართლის სიყვარულია,
სულით პოეტი - თეთრი ტაძარის
ქურუმია და მოციქულია...

"ახლა ბერებად ლომები გვინდა,
რომ ხიდი გადონ ციდან მიწამდე,"
პოეტო ჩვენი საქმეა წმინდა,
ავმაღლდეთ უნდა სულით ღმერთამდე...

წინაშე მართლის ქედს მოიდრეკენ,
იბერთ სულია თავისუფალი,
"ვერ გვერევიან, ვერც გაგვიძლებენ,"
პოეტო გწამდეს სიმართლის ძალის...

წმინდა ანგელურ ციერი გზნებით
ვადიდოთ მარად ღვთიური ნება,
რომ გამონათდეს მიღმიერ ხმებით
მოსიყვარულე ქრისტეს ბუნება...

მნათ სასუფეველს ვუგალობთ ერთნი
და ქართულ ზეცის დიდებულებას,
პოეტო გული წმიდა სულს ეტრფის,
გვმართებს მისდამი გამიჯნურება...

უძლეველია მაღალი ღმერთი,
ცდება ვინც ფიქრობს რომ მდუმარია,
"მოწყალე თუა გული თვითერთის -
მოსამართლეც არსს - შეუმცდარია"...

იგ იდუმალი მეუფის გული,
გვირგვინოსანი დიადი მეფე,
უნდა მზე იყო იმისი სულის -
ღმერთი რომ იცნო, რომ იცნო ნეფე...

მოდის განკითხვა უფალთუფალის,
შიშის ზარსა ცემს მზაკვრების მესას,
ნახავ უძლურებს წინაშე ძალის,
"უყურე ღმერთსა რა უყოს მტერსა"...

ვითარ წინამძღვრობს საკუთარ წმიდებს -
ვითარ წრთვნის სულით ზეციერ გმირებს,
უყურე მამას ვითარ ადიდებს
და სიმართლის შვილთ ვით აგვირგვინებს...

ჭეშმარიტთ ძალა სიყვარულშია -
რომელ უკვდავად გულით ღმერთშია,
ყოველთან წვდომა წმიდა სულშია -
მარად ყველგან და ყველაფერშია...

ბედის მერნების ის ჭიმავს ლაგამს
და სიყვარულის მეომარია:
თვისსა სიცოცხლეს შარავანდს ადგამს -
ის ვინც სიწმიდის მღერის არიას...

გვირგვინოსანსა ქართულსა სულსა -
ვით ცხებულ ქრისტეს - მოვლენილს მზიდან,
პოეტო გწამდეს - მებრძოლსა გულსა -
ყოველი ძალუძს მართალს და წმიდანს...

ერთობისთვის ძგერს საერთო გული
და ქართულ სულით მგრგვინვარებს ციდან:
მარადისობით სულდადაღული -
თეთრ ტაძარის მზე რომ გწამდეთ მინდა...

ავბობოქრდები მგე იდუმალად
და სიყვარულის ავანთებ ვარსკვლავს,
მე - პოეზიის ღმერთი და ძალა -
ქართულის დაცვას კვლავ თავს შევაკლავ...

კვლავაც ავზიდავ ჯვარზე ამ გრძნობას,
კვლავ დავარისხებ მწვერვლად დედოზარს,
კვლავ ვუგალობებ ცოცხალთ აღდგომას,
კვლავ განვადიდებ ზეცის დედოფალს...

მიჯნურთმიჯნური თეთრი მზეთამზე
საქართველოსთვის მარად ვიბრძოლებ
და უკვდავების მაღალ ზეცაზე
თეთრი რაშებით მუდამ ვიქროლებ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი