სართველო
ქრის პოეზიის ქარი სართველო - ცისფერი სევდა ნაზი სენია, უკვდავი სული მქუხ საქართველოს გულიდუმალი არის გენია... სუყოველივე ირგვლივ ნაზდება და არეს ათოვს წამი საამო, და გასაოცრად ცა ლამაზდება როს შემოდგომის დგება საღამო... მზიურ დაისის ცისფერ ტუჩებით ამბორს მჩუქნიან ცის ლაჟვარდები, ქნარზე ლურჯ ჰანგებს თოვენ მუზები და ოცნებებში მე ვიკარგები... სულმოიისფრო შემოღამება ჰორიზონტს ათოვს მუქლურჯ ფიფქებად და მუქლურჯ თოვლში აკაშკაშებად ვარდები ყვითლად ცაზე ინთება... ცისფერ ოცნებას ღმრთისკენ მივყავარ - სიყვარულისფრად ზიმზიმებს ღამე, აწყდება ჰანგი ცათა ცის მყინვარს და გული გალობს იისფერ გამებს... ცა ფიფქავს ნაზად ახლა ჩემს სულში - უსათუთესი დგას წამი თრთოლვის, ფაქიზი გრძნობა მეღვრება გულში და ირგვლივ ბრწყინავს სიმშვიდე თოვლის... და განცდა გაცდა ისევე საზღვარს და ეს გრძნობებიც იისფერია, მზიანი ღამის ჯადოსნურ ზღაპარს - თან ახლავს ლურჯი ცის მისტერია... ლურჯი ოცნება ლოცვად ცად დადის და იდუმალი წამები ჰქრიან, მთვარიდან ვარდებს ისვრის მარადი და ვარსკვლავები ცას უმღერიან... სუფევას ხატავს ჩემში თვალები და სიყვარულის ისმის არია, სულიდუმალი ლურჯ მწვერვალების ეს სიცისფერე მი სიზმარია... სად მეფობს ტრფობა უნეტარესის - გულის თვალები უნაზესია, სულს ათოვს გრძნობა უსპეტაკესი და გული ცაზე უმაღლესია... სინაზით იწვის ცისფერი სული და სევდა მუდამ საიდუმლოა, ციური ზღვაა წმიდანის გული - უძიროა და უსასრულოა... ცის მისტერია გულში ყვავდება სრულყოფილების ამწვერვალებად, ცათა შინ გრგვინავს სულის სავსება ვით მოიისფრო იდუმალება... ულურჯეს ფრთება მარადისობა - გულს შელექია მქუხ მდუმარებად: ცისფრად მყვავ სულთა ღვთაებრიობა - სიყვარულია თვით უკვდავება... ვტრფობ ცის თვალებში ასაოცრებას და სიყვარულის მწამს ზღაპრულობა, გიგზავნი მუზას ლურჯ ამბორებას - მწვავს მონატრება და უშენობა... როდესაც სულის შეყვარებული მნათე მზეთამზედ თვალთ ელანდები: ვითარცა ზეცა ფრთიანებული სიცისფერეში მე ვირინდები... მესაოცრება ხილვები თეთრი და თოვად მანთებს ოცნება წმინდა - როს მზიან ღამის თეთრი ქალღმერთი ანგელოსივით ეშვები ციდან... ღამისფერ კაბით ლურჯად ზიმზიმა - მოსილ შენ ლანდის - აზამბახება, მთვარისფერ შუქით თეთრად ციმციმა - სულს ნუსხავს შენი ნაზი სახება... გიმზერ უნაზეს ღვთიურ არსებას და სიყვარული მაფიფქავს გულზედ, ვლოცულობ ვით ხატს შენს გულსავსებას და შენს ფრთათეთრ სულს ტრფიალით ვუმზერ... მატყვევებს ნაზი იდუმალებით და მომნუსხველი წამწამთ ხამხამით ოკეანისფერ შენი თვალების ლაჟვარდოვანი ცისფრად კამკამი... სიყვარულისთვის მარად საბრძოლო - გულის ყიჟინით - სულ მეყვარები, ნოსტალგიური სული სამშობლოს - არ დამივიწყო - გემუდარები... უკვდავად გულში შემინახე და მარადიულად შენთან დავრჩები, ოდეს მოიწყენ მომიგონე და წითელ ვარდებით შენთან გავჩდები... თვალთ შეაწყდება ოდეს უეცრად ცისფერ ცრემლების ბრილიანტები, მე მაშინ მოვალ შენთან ნუგეშად სიყვარულის მნათ ათინათებით... მე და გრანელი გუშინ დავთვერით და სიყვარულზე პოემებს ვწერდით, ეს წმინდა გრძნობა გულში მსუფევი - ო არასოდეს უარჰყოთ - გვედრით... მეფობს მარადის მზე ცისფერ ზეცის და უსასრულოდ ის თქვენ გულს ეტყვის: რომ მგე ბუნება მეომარ ღმერთის - მცველია ნაზთ და სიყვარულს ეტრფის... მისი თვალები ავგაროზია - რომლებიც გვდევენ გზებზე ყოველთვის, მე შენ მიყვარხარ ის სინაზეა - მარადისობას რომ ბარდნის ჩვენთვის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი