გულგალაქტიკა გალაქტიონი


1

გალაქტიკურ ლურჯ სფინქსსა გაწოლილსა კოსმოსზე -
მარჯვნივ მზისა თვალი და მარცხნივ თვალი მაქვს მთვარის,
ცავარსკვლავეთის ქნარზე ციურ ჰანგებს ვაკვნესებ
და ვუგალობ ნებას ღვთის - ლურჯი მზეთამზე ღამის...

გულგალაქტიკა მეფე - მიუწვდომელ სულისა -
ლურჯი სამება ოდით მი მიჯნურს ვუმღერივარ,
იდუმალებით სავსე - ვარ მირიადი წლისა -
ვთოვ უკვდავი და კვლავაც - გულშეუცნობელი ვარ...

ვჩუქნი თეთრებს სიცხადეს და მი გზაა მზიანი,
ზღვასავით ბობოქარი და მთებივით მშვიდი ვარ,
როგორც ნაზი ზმანება უფაქიზეს ფრთიანის -
უნათლესი ფერებით ყველას სულთან მივდივარ...

არა ეფემერული - ვარა მარადიული -
მუზების მბრძანებელი - მიჯნური ცის სულისა,
იდუმალი მნათობი - გულით ღვთაებრიულით -
უბოლოო გრძნობებით ვწერ ლექსთ სიყვარულისა...

ვეფხისტყავმოგდებული ვუგალობ ამზეებას,
აჰა, გულით ვატარებ უკვდავთა საიდუმლოს,
ეს მი თეთრი ჯვარია ქართულის განდიდება,
აღსვდეგ ძლევამოსილი ლურჯი სული სამშობლოს...

წარსულისა აჩრდილი - ჰა ზეციდან ვეშვები -
წყევლით შენაჩვენები სული გალაქტიონის,
ცის ლურჯი უფლისწული ვისვრი სავსე პეშვებით -
მარგალიტებს სულისა მაღალ კავკასიონის...

თამაშებით გართული - მარად ხელაღმართული -
ბრძოლებშიგან ნაცადი ღმერთი გლადიატორი,
მზის და მთვარის მაგიის - მაგი ხმალშემართული -
მოვდივარ მგრგვინ ღრუბლებით ზეცის მედიატორი...

სვეტიცხოვლის დიდების უკვდავების ზარებად -
სულს მაწყდება ქუხილი და ნათელი ცნებები,
მოვგრიგალობ მუქლურჯ და ფრთაცეცხლოვან ქარებად -
ეფემერულ მშვენების ჩემი ლურჯა ცხენებით...

ვასპეტაკებ ფიფქების თეთრი ნაფეხურებით -
რომ სიწმიდე აღვწერო ზეცის დედამიწაზე,
მწვერვალისკენ მიმავალ ქართულ საფეხურების -
უკანასკნელ კვარცხლბეკზე ყვავის თეთრი სინაზე...

სპეტაკი სულიწმიდას ყოვლისმწვდომად ბრწყინვალე -
იდუმალი ნათელი წვავს გულს უცისფერესი,
ანათებს სამყაროეთს სულიერი სინათლე -
ვმეუფებ სიყვარულის გრძნობა უციერესი...

სასუფევლის თეთრ ვარდებს და ლურჯთვალა იებს -
ვჩუქნი მარად მშვენებას და უკვდავების ფრთაებს,
მმოსავს ნათლის ცისკარი ანგელ მეუფე მთიებს -
ღვთისმშობელის დიდების ვფიფქავ იისფერ გამებს...

მი თვალებში გიზგიზა მწველი ცეცხლის ელვების -
ო ეშინოდეს მრავალს ჩემი რისხვით ანთების,
თუ მაქვს ძალაუფლება ცოდვების მიტევების -
შემწევს ძალა მაცხოვარს მზაკვართ გასამართლების...

კოსმიური მუსიკა სულ ჩამესმის ყურებში -
ყოველივეს ხედავენ მი საშიში თვალები,
სინდისის ხმად ვისმივარ სულიერთა გულებში -
მორჩილებენ მი ნებას პლანეტა-ვარსკვლავები...

გალაქტიკურ მხრეებზე მადგას სასუფეველი -
ჩემი ლურჯა ცხენებით შემოვიფრენ სამყაროს,
ვინ გახდება ღირსი და სულისთვის სასურველი -
რომ დავადგა გვირგვინად სიწმიდე უსადარო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი