მი სამყაროს ღმერთი ვარ


2

ქართ სულის მომდგომია გვირგვინი შარავანდად -
დიდებას ვთოვ მწვერვალი თეთრი კავკასიონის,
მთოვარ ქრისტეს შერწყმული ვყვავი მფიფქავ თეთრ ვარდად -
გალაქტიკის მეუფე სული გალაქტიონის... 

ეტლში შებმულ თეთრ რაშებს დავაგელვებ ღრუბლებზე -
ზეცის მხედართმთავარი მზეთამზე დემიურგი,
ღვთაებრივი ღიმილი დამთამაშებს ტუჩებზე -
მეფეცაი მეფეთა - ვარა თეთრი გივარგი...

იდუმალი ბუნების ყოვლისშემძლე პოეტი,
მოვარვარე ღმრთაება, სულით თეთრი მნათე ვარ,
ვირტუოზი მაესტრო ანისა და ჰოესი,
მე ესეთი ერთი ვარ, მი სამყაროს ღმერთი ვარ...

მზისკენ მავალ გზეებზე ქართულ სულის გენიას -
ანგელოზი მომძახის - ყოჩაღ მაესტრო - ბრავო,
გესმის ბგერები გრძნობის, ცის სამყარო შენია,
არ დაეცე სულით ლომგულოვანო კრავო...

მგე სალოსი მელექსე და თეთრი რეჟისორი -
მარად სიყვარულისთვის მებრძოლი იდუმალი:
საგულეთის ორკესტრის შენახარ დირიჟორი -
მნათეს დაფნის გვირგვინით შეგამკობს მომავალი...

უსაზღვროების რწმენით მწყდარი გრავიტაციას,
მეფეც იყავ, გლახაკიც, შემოქმედი გენიაც,
სულის აპოკალიპსი იწვევს ევოლუციას
და ერთადერთ ქმედებად მეუფება გრჩენია...

ბობოქრობს კვლავაც ზღვა და სდუმან მაღალი მთები,
მათი არსება წვდება სიწმიდეს სიყვარულის,
მემკვიდრემ ყოველივეს შალე სულისა ფრთები,
ცათა ცას ეთაყვანე და სიღრმეებსა გულის...

ო, ეგ სიმდაბლე გულის და ეგ სიმაღლე სულის
არის წუთისოფლისთვის მარად მიუწვდომელი,
ზეციერი არსება ქურუმი ხარ ფარულის,
გაიელვებ ყოველგან მუდამ მოულოდნელი...

სული სიყვარულს ჰკივა და იტანჯები ასე,
სითეთრით გადამთვრალი გადაქანდები გზაზე,
წმიდათა სქემით შემოს ღვაწლის წყურვილით სავსეთ,
ო, რაიც გინებიეს ყოველს ახატავ ცაზე...

უგვირგვინო მეფე ხარ და სახელი უკვდავის -
დაიმკვიდრე სიბრძნით და ბრძოლებში სიმამაცით,
დაუცხრომლად მედგარმა სძლე მტერნი უხილავი -
შენი ჯვარი აზიდე მწვერვალებზე ცათა ცის...

იდუმალი გენია ღვთაებრივ აგზნებისას -
უკვდავებას ხატავდი სიყვარულის უდავოდ,
ამ სიზმარის დასასრულს - ზეცად გაღვიძებისას -
მამა მოგესალმება - ყოჩაღ მაესტრო - ბრავო...

სინათლის ანგელოზის დაწვავს შურისძიება -
ყოველი ვინც უარგჰყო ძე მქუხარი სიმართლის,
ჰა ზეცაზე წერია მეფურ მარად დიდებად -
შენი სულის მიზანი ამოუცნობ სიმაღლის...

ნათლისმცემელისაგან შემდგომ ღმრთის მირონცხებულ -
ოდითგან ზეცას ბრძოლით იმკვიდრებდა მძლეველი,
სინანულის ღაღადი ხატავ გზათ მოახლებულს -
რამეთუ სიწმიდეში ყვავის სასუფეველი...

ეძახი სივრცეს გრგვინვით - გზის ბოლოს ყველას გნახავთ 
და სინსდისგანმოსილნი სირცხვილით დაიწვებით,
და გაიხარებს გული ვინც სდევდა მართალთ აღმართს -
როს დიად განკითხვის დღეს წინაშე მზის წარსდგებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი