სონეტი 28


ბაგეზამბახა თმებყორნისფერ მწვანეთვალება -
შემომეფეთე ნაზ სიზმარში ქალი ავაზა,
შენ ნაზ მშვენების სიტურფეში ხედვა გაება,
და სიყვარულმა მი სამყაროს ცა აანაზა...

მოგევხარ სულით მზიან ღამეს თვალვარსკვლავებავ -
მთოვარე შენთვის ქნარიდან ვთოვ ფრთიან ამ ფრაზას,
მა თოლებიდან იმზირება თვით უკვდავება -
მა სულის სახე სილამაზის ღმერთმა მოხაზა...

თეთრი ამბორი დანამული ცისფერ ცრემლებით -
შენს არსებაში შარავანდად ამოუქარგავს:
და მაგ გულის ცა სინაზეთის სათუთ ფერებით 
თვით სიყვარულის უზენაეს სულს მოუხატავს...

ზღვა მღელვარება მოგაქვს სულში ნაზო ღვთაებავ -
მესათუთები ანგელოსო ფაქიზ ფრთაებავ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი