სონეტი 29
თეთრ ჯვარს შეწირულ და მიჯნურულ მწველ თამაშებით - მთელს წუთისოფელს შენს უნაზეს გულს მოვტაცებდი, აგიტაცებდი ხელებში და ზღაპრულ რაშებით - ღმრთის სიყვარულის სამეფოში გაგიტაცებდი, შენს სიყვარულში თეთრ ღამეებს გავათენებდი და სერენადებს გიმღერებდი მთრთოლ ლაჟვარდებით, ფრთათეთრ ანგელოს ამურესას გაგაღმერთებდი - ამური ბავშვი აგივსებდი სულს თეთრ ვარდებით, ჩვენს გულთ რომ ერქვას ერთმანეთის სუნთქვით უკვდავნი და შენ რომ იყო სულის სატრფო ის ერთადერთი, ნიშნად წითელ ვარდს მოგართმევდი და ნაზს გკითხავდი: იქნები ჩემო მი მზე მუზა თეთრი ქალღმერთი? ურჩხული ვარ თუმც - სულ სხვა ფიქრით ავენთებოდი: ცაზე რომ ენთო - უფლისწულად გავთენდებოდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი