მისის სალომეს
უნაზეს გრძნობის გულმათრობელა მე ვსვავ ელექსირს - როს მი სულს კოცნის გულიდან თქმული მე შენ მიყვარხარ, ნაზო სალომე ტრფიალით რითმულ ამ სათუთ ლექსის ანგელოსად და სულის ცის სატრფო თეთრ მნათედ მწამხარ... მარადისობის იისფრად მთოვი მუსიკა მესმის და გული გალობს მთრთოლვარ ჰანგებით რომ სულს უყვარხარ, ლამაზო გულის თვალებციმციმა ფრთათეთრო მისის - მი ამურესა გრაცია ლედი და მზე მუზა ხარ... თეთრი ალერსით შენ ნაზ თვალებში მბრწყინავ ქალწულის სიმორცხვით თრთოლვა რომელიც იის ცრემლისფერია, მიყვარს ფრთაებით გულს მიფერება შენ ფაქიზ სულის და სიყვარულის ფიფქები ჩემთვის ყველაფერია... ნაზ სიყვარულზე შეყვარებული მწამს რომ ეგ გული სამოთხისფერი მარადისობის გრძნობის ფერია, და მი სული გრძნობს რომ უკვდავების ცის გაზაფხული ნაზად ყვავილობს შენს ნაზ თვალებში ნაზო ფერიავ... გიძღვნა სულიდან თეთრი ამბორი მისის ელეგანტს - მსურს აგითრთოლო ნაზი არსება სულიერ კოცნით, მწვავს შენ სინაზით აზმაბახება პოეტურ გალანტს - ფრთები ამურის გეფერებიან სათუთს ამ ლოცვით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი