სიყვარულო


მარადისობის თვალებშიგან ასაოცრება -
შენ ამურესა პრინცესა და ოცნების მზე ხარ,
გიმზერ და ღვთიურ სიყვარულით თრთთის მი არსება -
მი თეთრ ფრთაება ნაზი მუზა და სამოთხე ხარ...

მიჯნური მოყმე სიყვარულზე ოდეს გიმღერი -
ამური ლომის ჩუმი მეტრფე თრთი ვით ძუ ვეფხვი,
სევდისფერ მუზას - სულის სუნთქვას - იისფერ მერის -
გრძნობას შეწირულ წმიდა სულით უკვდავად გეტრფი...

ო ივერიავ - ჩემო მერი - მი ერთადერთი -
შენ სალოცავი ხატი ხარ და გულის მეფა ხარ,
თოვლის მადონავ სულის სატრფო თეთრი ქალღმერთი -
მხოლოდ შენ ერთი - უკვდავებავ - მხოლოდ შენ მწამხარ...

სიიისფრეთით წმიდა წვა და ტრფიალი თეთრის -
და ამზეება მარადიულ მრწამსით თვითერთის:
*ო არ არსებობს ქვეყანაზე სხვა ხსნა - სხვა ღმერთი -
მხოლოდ შენახარ სიყვარულო - მხოლოდ შენ ერთი*...

-

ო რაც ვინატრე მიჯნურ გულით ყოველი ახდა -
მხოლოდ ვერ ავცდი თეთრ სევდას და იისფერ ტანჯვას,
გაღმერთებ მაგრამ უსათუთეს ამ გრძნობას ახლა -
აცვია თმენა და არსებით ესწრაფვის ჯვარცმას...

ცისფერ ცრემლების მფიფქვარ წმიდა თეთრი ალერსით -
მწვავს უსაბამო წმიდა ზეცა და ღვთიურს შევსტრფი,
იისფრად მთოვარ მლოცვარ სხივებს უელვარესის -
თუ ვერწმუნებით სიყვარულით სამყაროს შევცვლით...

ო როგორ მწყურის ჭეშმარიტი სიცხადით გწამდე -
ვითარ მე გვყვარობ იმ ნაზ გრძნობით გწვავდეს ციური,
განვიცდი ღვთიურს და სინაზის მზეს გგრძნობ ღმერთამდე
და სიკვდილს ვნატრობ დაწყევლილი ზეცის მიჯნური...

ვგევარ თეთრ ფრთებით ჯვარზე გაკრულ მწუხარ ანგელოსს -
სულ სხვა სიმაღლის სიყვარული და სიწმიდე მწვავს,
არამიწიერ ტრფობით ტანჯულ სულს საქართველოს -
სულ სხვა ერთობის უკვდავება და გრძნობათ ცა მწამს...

ო მე ძლიერ მსურს გაჩუქო წვით ის გამმა ფერთა -
რომელი ანთებს ყოვლისმომცველ კოცნით წამს თეთრად,
მაგრამ თვალების გულით გულთან და ფრთებით ფრთებთან -
წმიდა ამბორი სულთა სრულ რწყმად არ არს ამ ქვეყნად...

არა აქვს ბოლო ჩემს წამებას ნაზსა და სპეტაკს
და მიუწვდომლით მწვავს წამები აღფრთოვანების,
მიჯნურთმიჯნური ტარიელი მზეთამზე ნესტანს -
გრძნეული გრძნობის უკვდავებით გეთაყვანები...

თეთრი შურით შურთ ანგელოსებს ჩვენ სიყვარულის -
უმანკო გრძნობის მინდა გწამდეს წმიდა ძალების,
გადამთვრალი ვარ ტრფიალით და ცეცხლის არულის -
მწყურის რომ იგრძნო მწველი მზერა მეფის თვალების...

მიმზერდე წმიდა გრძნობით ნთებულ ნაზი თვალებით
და მარადისად გმფარველობდნენ ჩემი ფრთაები,
ო მე ძლიერ მსურს შეიმოსო იდუმალებით
და შემიყვარო უკვდავ რწმენით თეთრი ღვთაების...

მოკვდავ სხეულში უკვდავ გრძნობად მნათ სულის შობა -
შენს უნაზეს გულს მსურს მოვუძღვნა ჩემი მეფობა,
მი სამეფოში მსურს სუფევად და დედოფლობად -
ნაზ სიყვარულით მოიპოვო ცის პრინცესობა...

ამ წამს ისე მწამს შენი მზე და თვალები წმინდა -
როგორც სიყვარულს თავგანწირულ გულთ წამს გმირობა,
სამების მზერად ჩვენში შობილ ტრფიალად მინდა -
შენს სულთან ერთად იისფერი მარადისობა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი