წითელ კაბიანო
ისე სათუთი და ისე საყვარელი - ისე მორცხვად იცი გულით გაღიმება: უთქმელ საოცრებად იწყებ სიყვარულის - ცისარტყელასფერად ჩემში გაბრწყინებას... ოდეს სინაზით და სულის სიფაქიზით იწყებ ამზევებას ჩემო დიდტუჩებავ: ჩემში სასწაულის ნეტარ სიაზიზით ანგელოსურ განცდის იწყებ დაქუხებას... ნაზი გვადალუპე მი ოცნების მზე ხარ - ვეტრფი შენ თვალების მელავ ციურ ლაჟვარდს, მა წითელ კაბაში მოსილი მოგევხარ - ლამაზად გაფურჩქვნილ ცეცხლოვან წითელ ვარდს... მწველსა და პიკანტურ მარწყვისტუჩებიანს - გაფიფქავ სულიდან ნაზ ამ წმიდა ამბორს, პანტერულ სხეულის და შვლის ხელფეხიანს - მაგონებ გრაცია მთის ნარნარ ნიამორს... მი ლექსების სული თეთრი ფიფქებია და ნაზ გრძნობებად რომ გეამბორებიან - ჩემი თითები და ჩემი ფიქრებია: მარად მოვლენ შენთან - მოგეფერებიან... ოდეს თოვას იწყებს ნაზი მახსენდები - ფიფქთ ვალსს გეცეკვება მი სულის ქარები, სული უჭკნობია ცის თეთრი ვარდების - გული არ ბერდება - მარად მეყვარები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი