მადმაზელ ანნას


ნაზ თეთრ პრინცესას კვლავ მოგიხრით ქედს -
მარადის მანთებთ სულით თეთრ მგოსანს, 
ნაზ ბალერინას - მაგონებთ თეთრ გედს -
ო რა ხანია გეტრფით - თეთრ შროშანს...

ნაზია თქვენი გულის სამყარო -
რომელიც მათოვს ფიფქების ლაჟვარდს,
მი სულის მუზა მსურს შეგადარო -
ფრთათეთრ გრაცია ლედი ლეოპარდს...

მომენატრეთ და სულიდან თრთოლვით -
მინდა მოგიძღვნათ ეს თეთრი ვარდი,
თეთრი მთოვარე თქვენთვის ნაზ თოვით -
თეთრი ფიფქების სიყვარულს ვბარდნი...

სულმომნუსხველსა ანგელ დელეგატს -
გახატავთ ტუჩზე ნაზ ფრთათეთრ ნაკოცნს,
თეთრ ამურესა მადამ ელეგანტს -
გიგზავნით ფიფქვით სათუთ ამ ამბორს...

იხარეთ მარად - გისურვებთ ამ ერთს -
ჰერცოგინია მადმაზელ ანნა,
თეთრ მიჯნურ პოეტ გალანტ ამურ ღმერთს -
სულმოწიწებით - მიყვარხართ ნაზად...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი